ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრი (შემდგომში – თსუ საინფორმაციო ცენტრი) შექმნილია უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რათა უზრუნველყოს უნივერსიტეტის ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება და მისი დაკავშირება მსოფლიო (გლობალურ) საინფორმაციო სივრცესთან თანამედროვე, მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით, ინფორმაციის მოპოვება უნივერსიტეტის მოღვაწეობის ყველა სფეროში, მისი მუდმივი სწრაფი განახლება, ინფორმაციის დამუშავება და შედეგების წარმოდგენა ისეთი მოხერხებული და ცალსახად თვალსაჩინო ფორმით, რომ სრულად და ადექვატურად ასახავდეს არსებულ რეალობას.
თსუ საინფორმაციო ცენტრი ძირითადად განლაგებულია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (ოთახები №№ 112,113,114) სადაც დამონტაჟებულია თსუ კომპიუტერული ქსელის ცენტრალური მართვის აპარატურა და განთავსებულია მთავარი სერვერები (მონაცემთა ბაზების სერვერი, ვებ-სერვერი, ელექტრონული ფოსტის სერვერი), აგრეთვე ცენტრის განკარგულებაშია თსუ პირველ კორპუსში განთავსებული საუნივერსიტეტო კომპიუტერული კლასი (ოთახი №225). თსუ ადმინისტრაციის ნებართვით ცენტრს შეიძლება გამოეყოს საჭიროების შემთხვევაში ოთახი უნივერსიტეტის სხვა კორპუსებშიც თავისი ფუნქციების

|