ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარული ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი
არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
კავკასიოლოგიის მსოფლიო კონგრესი
22-25 ოქტომბერი 2007წ.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო, თბილისი) 2007 წლის 22-25 ოქტომბერს ატარებს კავკასიოლოგიურ მსოფლიო კონგრესს. კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თეზისები 15 წუთიანი მოხსენებისათვის (+10 წუთი დისკუსიისათვის). მიიღება მოხსენებები იბერიულ-კავკასიური ენების შესახებ, კავკასიაში გავრცელებული სხვა ენების შესახებ, არეალური ლინგვისტიკის შესახებ; აგრეთვე კავკასიელი ხალხების ისტორიისა და კულტურის შესახებ (ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია, ფოლკლორი, კულტურა, რელიგიის საკითხები).

კონგრესის სამუშაო ენებია ქართული, რუსული და ინგლისური. თეზისები მიიღება აქ ჩამოთვლილ ენათაგან ნებისმიერ ენაზე, ელექტრონული ფოსტით პდფ ფორმატით, სპეციალური ნიშნებისათვის უნიკოდის გამოყენებით. შესაძლებელია ნაბეჭდი ფორმის ფოსტით გამოგზავნა. თეზისები ბიბლიოგრაფიითა და მასალებითურთ არ უნდა აღემატებოდეს ნაბეჭდ 2 გვერდს. უნდა მიეთითოს მოხსენების სათაური, ავტორი ან ავტორები, ავტორის ან ავტორების ელექტრონული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საფოსტო მისამართი.

თეზისების მიღების ვადაა 20.VII.2007-მდე. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება ავტორებისათვის ცნობილი იქნება 5.IX.2007.
ვებ-გვერდი – www.tsu.ge

ცირა ბარამიძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ვაჟა შენგელია
თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტი
საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის პრ. #1
ელ. ფოსტა: caucasinst@tsu.ge
TSU.CAUC.@avoe.ge

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.