თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

სიახლე

ძვირფასო აბიტურიენტებო!
გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, გთავაზობთ თქვენთვის მნიშვნელოვან  ინფორმაციას 2012 წლის გამოცდების შესახებ.    2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა
გათვალისწინებული:
  •   2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის  არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე. წ. მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა –  მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.აღნიშნული ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად ხდება ცნობილი.  
  • აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ უმაღლეს  სასწავლებლებს შეეძლებათ, აღარ დაელოდონ მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყონ სასწავლო წელი. 
  •  2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება
  •  პროფესი ულ პროგრამებზე (IV-V საფეხური) ჩაბარების მსურვე ლები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს - აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ. 
  • მომავალი წლიდან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და უცხოურ ენაში 30% გახდება, ხოლო ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებელ სხვა გამოცდებში 35% (აბიტურიენტმა, ზღვარი რომ გადალახოს, უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 35%–ზე მეტი 3 გამოცდაში, ხოლო მაქსიმალური ქულის 30%–ზე მეტი უცხოურ ენაში).   




-----------
გამოცდები 2012
----------

გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს
-------
2011–2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები
----------
2012 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამები


 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 11:24 | გვერდების ნახვა: 37,350,089
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili