ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში. მას სწავლებისა და კვლევის დიდი გამოცდილება აქვს. თსუ გთავაზობთ მაღალი ხარისხის განათლებას ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად.
თსუ გთავაზობთ სასწავლო პროგრმების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს საქართველოში. ჩვენთან მოქმედებს 52 საბაკალავრო, 101 სამაგისტრო და 111 სადოქტორო პროგრამა.
თსუ-ში ფუნქციონირებს ექვსი ფაკულტეტი:
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
- ეკონომიკისა და ბიზნესის
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
- იურიდიული
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
- მედიცინის
თსუ გთავაზობთ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან, რომელთა დასრულების შემდეგაც თქვენ ქართულთან ერთად უცხოურ დიპლომსაც მიიღებთ.
თსუ-ში მოქმედებს უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამები.

თსუ გთავაზობთ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს 26 უცხოურ უნივერსიტეტში.
თსუ-ს ჰყავს 106 პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 43 ქვეყანაში.
თსუ–ში 2009-2010 სასწავლო წელს 18422 სტუდენტი იღებს განათლებას და სტუდენტთა რაოდენობით ლიდერობს ქართულ უნივერსიტეტთა შორის.
თსუ-ში 1500-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მოღვაწეობს, რომელთა დიდ ნაწილს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.
თსუ-ს გააჩნია მდიდარი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომლის საცავებშიც უახლეს სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად უძველესი ქართული ხელნაწერებიც ინახება
.თსუ-ის სტუდენტებს შეუზღუდავად შეუძლიათ ინტერნეტით და უახლესი კომპიუტერებით აღჭურვილი რესურს-ცენტრებით სარგებლობა.
თსუ-ის კურსდამთავრებულები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და კვლავაც ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. თსუ–ის კურსდამთავრებულები წამყვანი მეცნიერები არიან მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა თუ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში.
თსუ-ის სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ უნივერსიტეტის მართვის პროცესში, სტუდენტთა მიერ არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის საშუალებით
თსუ-ის
სტუდენტები აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწევიან. მათთვის ეწყობა კონფერენციები, ექსპედიციები, ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, თეატრალური დასი.
თსუ-ში სწავლა წარმატებული მომავლის საწინდარია!






