საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა.
XIX საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.
უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.
XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. იგი სამართლიანად ითვლება ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებლად ქართული ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და გაძლიერების თვალსაზრისით.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება და გაზაფხულზე უკვე სამშობლოში დაბრუნდა, რათა ხორცი შეესხა თავისი ოცნებისათვის.
12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისის გარეუბანში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, საზეიმოდ გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
სტუმრების მიღება და დღესასწაულის ხელმძღვანელობა ილია ჭავჭავაძის დისწულმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ კოტე აფხაზმა იტვირთა.
უნივერსიტეტი აკურთხა და მომავლის გზა დაულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონ მეორემ.
უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
ახალდაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.
მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სახელოვანმა მეცნიერებმა საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი საქართველოს. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
2005 წლიდან უნივერსიტეტში დაიწყო ძირეული რეფორმები და რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 6 ფაკულტეტი. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ბოლონიის პროცესში, ხოლო 2007 წელს მიიღო აკრედიტაცია ხუთი წლის ვადით.
2008 წლიდან უნივერსიტეტი ახალი წესდების თანახმად მუშაობს.
ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს (მათ შორის, 14689 – ბაკალავრიატში; 561 - მედიცინის ფაკულტეტზე, ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1998 – მაგისტრატურაში; 773 – დოქტორანტურაში; 92 –პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე). თსუ სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე პროგრამების დიდ არჩევანს: 50–ზე მეტ საბაკალავრო, 100–ზე მეტ სამაგისტრო და 60–ზე მეტ სადოქტორო პროგრამას სთავაზობს. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ტრადიციულ, ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. აქ ინტენსიურად გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, ელექტრონული სწავლებაც.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტების (როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაში) რაოდენობის მიხედვით, საქართველოში თსუ პირველ ადგილზეა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტრადიციულად, საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 150–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თსუ–ს ქართულ უამაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გრანტების, ციტირების ინდექსის, იმპაქტ ფაქტორის მხრივ.
წარმატებით გრძელდება უცხოურ საგანმანათლებლო–სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის ტრადიციაც. თსუ 1998 წლიდან ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია. დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 200–მდე უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან და საგანმანათლებლო ცენტრთან აქვს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული. ამჟამად საზღვარგარეთის 18 უნივერსიტეტთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები. თსუ–დან, გაცვლითი სტუდენტის სტატუსით, ახალგაზრდები ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ჩვენთან განათლებას იღებს სხვა ქვეყნის 200–ზე მეტი მოქალაქე. ხორციელდება არაერთი უცხოენოვანი პროგრამა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსების პირველსავე წელს საპატიო დოქტორად აირჩია გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნე ნიკოდიმე კონდაკოვი. დღემდე ეს საპატიო წოდება მსოფლიოში გამოჩენილ შვიდ ათეულზე მეტ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს მიენიჭა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სწავლისა და პროფესიული განვითარების საქმეს ემსახურება 11 სასწავლო კორპუსი, სტუდქალაქი, საქართველოში ყველაზე მდიდარი და მრავალრიცხოვანი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ოთხი რესურსცენტრი, გამომცემლობა, კულტურისა და სპორტის ცენტრი, მუზეუმი, გაზეთი. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, თვითმმართველობისა თუ სამეცნიერო საზოგადოებების მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა სფეროში.
თსუ საქართველოს მთავარი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელსაც ყველაზე მაღალი სამეცნიერო–კვლევითი მაჩვენებელი აქვს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესაც სამართლიანად ინარჩუნებს საქართველოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების სახელს.