თსუ-ს შესახებ
სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ისტორია | რექტორები | გერბი | მუზეუმი | პანთეონი

პალეონტოლოგიის ფონდი

  პალეონტოლოგიური მუზეუმი გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის ძალისხმევით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე. 1924 წელს კათედრის ჩამოყალიბებაც მის სახელს უკავშირდება. პალეონტოლოგიის მუზეუმის შევსება გეოლოგიის ინსტიტუტისა და კათედრის თანამშრომელთა მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეგროვებული ნამარხი ორგანიზმების კოლექციების ხარჯზე მოხდა, რომელთა მცირე ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის (ძირითადად დაღესტნის), ამიერკავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთის რეგიონებიდანაა ჩამოტანილი.
  პალეონტოლოგიურ ფონდში დაცული ნამარხი ფაუნისა და ფლორის კოლექციები სხვადასხვა მეცნიერთა მიერ არის  შესწავლილი და მონოგრაფიების სახითაა  გამოქვეყნებული. აქ დაცულია აკადემიკოსების: ა. ჯანელიძის, ი. კახაძის, ა. ცაგარლის, პროფესორების: ი. რუხაძის, მ. უზნაძისა და  სხვა მრავალი მეცნიერის კოლექცია.
  პალეონტოლოგიურ ფონდში მიმდინარეობს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მუშაობა. აქ დაცულ მასალას შეისწავლიან გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მკვლევარი თუ დამთვალიერებელი.

 
 
ბოლო განახლება: 30 ივლ'10 19:59 | გვერდების ნახვა: 5,568,359
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili