თსუ-ს შესახებ
სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ისტორია | რექტორები | გერბი | მუზეუმი | პანთეონი
საწყისი გვერდი თსუ-ს შესახებ მუზეუმი სტრუქტურა უნივერსიტეტის ისტორიის ფონდი

უნივერსიტეტის ისტორიის ფონდი


უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმი შეიქმნა 1986 წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 292 ბრძანებით.

ფონდებში დაცულია 5 000 სამუზეუმო ექსპონატი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული უნიკალური ფოტომასალა, ხელნაწერები, გამოცემები; უნივერსიტეტის დამაარსებელთა მემორიალური ნივთები; თანამედროვე გამოჩენილი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები. უნივერსიტეტისათვის საიუბილეოდ გადმოცემული საჩუქრები; უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების პირადი ფონდები.
სამუზეუმო ფონდი შედგება რამდენიმე განყოფილებისგან:

ა) ფოტო,
ბ) წიგნადი ფონდი,
გ) ხელნაწერები,
დ) ნაბეჭდი დოკუმენტები,
ე) ჟურნალ-გაზეთები,
ვ) მემორიალური ნივთები,
ზ) სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
მუზეუმის მისამართია: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N1, ოთახი 55. ტელ: 29 08 42.



პეტრე მელიქიშვილის სამუშაო ხალათი



ერეკლე ფარჯიანი, "ბერის სენაკი"


ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები



ედმუნდ კალანდაძე, "პეიზაჟი"



გიორგი ახვლედიანისა და შალვა ნუცუბიძის მემორიალური ნივთები


მარო მაყაშვილის ნაქონი მაკრატელი


ლევან ჭოღოშვილი, "ოთხი ძმა"


ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფი





 
 
ბოლო განახლება: 10 თებ'12 23:41 | გვერდების ნახვა: 30,791,992
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili