უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმი შეიქმნა 1986 წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 292 ბრძანებით.
ფონდებში დაცულია 5 000 სამუზეუმო ექსპონატი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული უნიკალური ფოტომასალა, ხელნაწერები, გამოცემები; უნივერსიტეტის დამაარსებელთა მემორიალური ნივთები; თანამედროვე გამოჩენილი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები. უნივერსიტეტისათვის საიუბილეოდ გადმოცემული საჩუქრები; უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების პირადი ფონდები.
სამუზეუმო ფონდი შედგება რამდენიმე განყოფილებისგან:
ა) ფოტო,
ბ) წიგნადი ფონდი,
გ) ხელნაწერები,
დ) ნაბეჭდი დოკუმენტები,
ე) ჟურნალ-გაზეთები,
ვ) მემორიალური ნივთები,
ზ) სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
მუზეუმის მისამართია: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N1, ოთახი 55. ტელ: 29 08 42.
![]() პეტრე მელიქიშვილის სამუშაო ხალათი ![]() ერეკლე ფარჯიანი, "ბერის სენაკი" ![]() ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები ![]() ედმუნდ კალანდაძე, "პეიზაჟი" |
![]() გიორგი ახვლედიანისა და შალვა ნუცუბიძის მემორიალური ნივთები ![]() მარო მაყაშვილის ნაქონი მაკრატელი ![]() ლევან ჭოღოშვილი, "ოთხი ძმა" ![]() ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფი |
















