მინერალოგიის ფონდიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმი 1919 წელს დააარსა პროფესორმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ. იგი კოლექციების უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით ერთადერთია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. მუზეუმში განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე კერძო პიროვნებებისაგან შეძენილი და საჩუქრად მიძღვნილი დაახლოებით 7000-მდე ექსპონატი.
მინერალოგიის მუზეუმი, გარდა გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა, მომსახურეობას უწევს გეოფიზიკურ, გეოგრაფიულ და ქიმიური სპეციალობის სტუდენტებს.
სასწავლო დანიშნულების გარდა, მუზეუმი თავისი შინაარსითა და ეგზოტიკური სილამაზით ინტერესს იწვევს როგორც სპეციალისტებში, ისე სხვადასხვა პროფესიის მქონე დამთვალიერებლებში.
მუზეუმში დაცულია:
ხალასი და იშვიათი ელემენტები - ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, გოგირდი, გრაფიტი და სხვა; სულფიდები - სპილენძის და დარიშხანის სულფიდები; სულფიდები - სხვადასხვა ელემენტების, მაგალითად რკინის; ჰალოგენიდები - სუფრის მარილი, ფლუორიტი; რკინის ჟანგბადოვანი ნაერთები გოგირდი; კვარცის სახესხვაობები, ტიტანის, კალის მინერალები და სხვა; კვარცის (SiO2-ის) ფარულკრისტალური სახესხვაობები - აგატი, ქალცედონი, იასპი, ოპალი და სხვა; კარბონატები - კალციტი, კირქვა, ცარცი და სხვა; კარბონატები - არაგონიტი, ონიქსი, სმიტსონიტი და სხვა; სპილენძის მეორადი მინერალები - მალაქიტი, აზურიტი; სულფატები - თაბაშირი, სელენიტი, ალუნიტი და სხვა; ჟანგბადოვანი მარილები - ფოსფორიტები, აპატიტი, ფირუზი და სხვა სილიკატები; გრანატების ჯგუფის მინერალები: ცირკონი, ტოპაზი, სტავროლიტი და სხვა; პიროქსენები, ბერილი, ტურმალინი და სხვა; ამფიბოლები, ჟადეიტი, როდონიტი, ნეფრიტი და სხვა; ქარსის ჯგუფის მინერალები: ბიოტიტი, მუსკოვიტი ვერმიკულიტი და სხვა; მინდვრის შპატები: ორთოკლაზი, პლაგიოკლაზი მიკროკლინი, ალბიტი და სხვა; ცეოლითები: ანალციმი, მორდენიტი, ტომსონიტი, დესმინი, ფილიფსიტი, აპოფილიტი და სხვა; ფელდშპატოიდები: ნეფელინი, კანკრინიტი, სოდალიტი და ლეიციტი;მინერალოგიის ფონდი მრავალ მდიდარ კოლექციას აერთიანებს:
1. ინჟ. გ. კუნდუროვის კოლექცია - 1194 ექსპ.
2. ნ. ეროფეევის კოლექცია – 124 ექსპ.
3. ა. ვინოგრადოვ-ნიკიტინის კოლექცია – 191 ექსპ.
4. გ. ედიბერიძის კოლექცია - 100 ექსპ.
5. კრანცის ეული კრისტალების კოლექცია - 73 ექსპ.
6. ქანთმაშენი მინერალების კოლექცია - 100 ექსპ.
7. გ. გვახარიას კოლექცია ევროპიდან და ინგლისიდან - 26 ექსპ.
8. გ. გვახარიას კოლექცია ლვოვიდან – 100 ექსპონატი.
9. მადნეულის კოლექცია კაზრეთიდან - 40 ექსპ. ჩამოტანილი პროფ. ბ. თუთბერიძის მიერ
10. ჰალოგენიდების კოლექცია პერმის უნივერსიტეტიდან – 30 ექსპ.
11. დოც. პ. კილასონიას კოლექცია - 7 ექსპ.
12. კამჩატკის ვულკანური მასალა - 44 ექსპ.
13. კოლექცია შვეიცარიის ალპებიდან 34 ექსპ.
14. კოლექცია პოლონეთიდან - 22 ექსპ.
15. აკადემიის კოლექცია - 89 ექცპ.
16. ფსევდომორფოზების კოლექცია - 58 ექსპ.
17. კოლექცია ვულკან ტოლბაჩანსკიდან და ჩუკოტკიდან - 10 ექსპ.
18. კიმბერლიტების კოლექცია იაკუტიიდან -7 ექსპ.
19. კოლექცია ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან (1985 წ. ქ. პერვოურალსკიდან მიღებული) - 525 ექსპ.
20. გეოლოგ ბ. გოგოლაძის კოლექცია - 45 ექსპ.
21. კალციტების კოლექცია სოღანლუღიდან - 9 ექსპ.
22. ნ. კულიკის კოლექცია ტუვიდან - 46 ექსპ.
23. თ. ივანიცკის კოლექცია - 24 ექსპ.
24. პროფ. კ. ტუჩეკის კოლექცია, გადმოცემული გ. გვახარიას მიერ - 17 ექსპ.
25. პროფ. ლოიტვეინის კოლექცია ფრაიერბერგიდან ასევე გადმოცემული გ. გვახარიას მიერ - 38 ექსპ
26. ბუკინის (მოსკოვის უნივერსიტეტი) კოლექცია - 74 ექსპ.
27. მინდვრის შპატების და პეგმატიტების კოლექცია - 70 ექსპ.
28. სკარნების კოლექცია დაშქესანიდან - 150 ექსპ.
29. ალუნიტების კოლექცია - 27 ექსპ.
30. კოლექცია სომხეთიდან - 8 ექსპ.
31. პეგმატიტების კოლექცია (გ. გვახარია) - 30 ექსპ.
32. გ. ძოწენიძის კოლექცია - 124 ექსპ.
33. დარიშხანის მინერალების კოლექცია ლუხუმის საბადოდან - 36 ექსპ.
34. ინჟ. ს. ელერდაშვილის კოლექცია - 203 ექსპ.
35. პროფ. ნ. სხირტლაძის კოლექცია - 67 ექსპ
36. ვ. ბუაძის კოლექცია - 55 ექსპ.
37. ურალის კოლექცია, გადმოცემული გ. გვახარიას მიერ 30-იან წლებში – 272 ექსპ.
38. მინერალების კოლექცია მცირე ზომის ნატეხების სახით, გადმოცემული გეოგრაფიის ფაკულტეტის მიერ - 100 ექსპ.

![]() გოგირდი ![]() აუროპიგმენტი ![]() მარილი ![]() მალაქიტი ![]() აპატიტი ![]() ბერილი |
![]() დარიშხანი ![]() პირიტი ![]() აგატი ამეთვისტოს კრისტალებით ![]() აგატი ![]() მარმარილო ![]() როდონიტი |
![]() ვერცხლი ![]() პირიტი კვარცთან ![]() რაუხტოპაზი ![]() კალციტი ![]() ამეთვისტო |