თსუ-ს შესახებ
სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ისტორია | რექტორები | გერბი | მუზეუმი | პანთეონი
საწყისი გვერდი თსუ-ს შესახებ რექტორები ალექსანდრე ერქომაიშვილი - 1931 X-დან 1932 XII-მდე

ალექსანდრე ერქომაიშვილი - 1931 X-დან 1932 XII-მდე

ალექსანდრე ერქომაიშვილი

(1887-1937)

ალექსანდრე ერქომაიშვილი დაიბადა 1887 წლის 12 დეკემბერს  სოფელ წითელმთაში (ოზურგეთის მაზრა). სწვალობდა თბილისის კომერციულ  სასწავლებელში, სადაც ჩაება რევოლუციურ  მოძრაობაში. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში.

1907-1917 წლებში ა.ერქომაიშვილი გადასახლებული იყო ქ. კრასნოიარსკში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი კრასნოიარსკის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეა. 1917 წლის მაისში ა. ერქომაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1918-1920 წწ. იგი მუშაობდა ცეკავშირში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ა.ერქომაიშვილი იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასურსათო საქმეთა სახალხო კომისარი, ამიერკავკასიის საფინანსო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის (უნივერსიტეტის)  რექტორი (1931-1932 წწ.), უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური სკოლის დირექტორი.

დახვრიტეს 1937 წელს.

 
 
ბოლო განახლება: 30 ივლ'10 19:59 | გვერდების ნახვა: 5,568,309
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili