თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1.დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა მატერიალური        რესურსების ეფექტიანად მართვის საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნორმალური პირობები; უზრუნველყოს უნივერსიტეტის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა; განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება;
 ბ)შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების,   კომპიუტერუ-ლი ცენტრების, სპორტული მოედნებისა და დარბაზების თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის  ზრუნვა.

3. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წლიურ კალენდარული გეგმის შედგენაში მონაწილეობა, სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოე-ბის ორგანიზებულად წარმართვა და შემსრულებელ ორგანიზაციაზე მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ბ) კომუნალური გადასახადების გადასახდელად დოკუმენტაციის მომზადება და გადახდაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის, ლიფტების, საქვაბე მეურნეობის და სხვა სისტემების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) შენობა ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების, ლიფტების, ელ. ძალოვანი დანადგარების, განათების, გათბობის, საკანალიზაციო, წყალგაყვანილო-ბის, სავენტილაციო, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართული ფუნქციონირებასა და მათი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;
ე) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება საჭირო მატერიალური ფასეულობებით, მასალებით, სამეურნეო, საკანცელარიო ინვენტარით. სასაწყობო მეურნეობაზე სისტემატური კონტროლის განხორციელება;
ვ) უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების, დამხმარე შენობა ნაგებობების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა და დასუფთავება, ნარგავების მოვლა;
ზ) ავტოფარეხის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორ და გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა და კონტროლი. Aავტოფარეხის საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო საშუალებების რემონტის მიზნით შესაძენი მატერიალური ფასეულობებისა და სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მისი შეთანხმება ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან;
თ) უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული, ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი, ჩამოსაწერი ქონების შესახებ წინადადებების მომზადება და წარდგენა.
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 11:24 | გვერდების ნახვა: 37,350,324
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili