სპორტი
1918 წლის 25 აგვისტო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით, საქართველოში პირველად, შეიქმნა სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოება `შევარდენი~, რომელიც აერთიანებდა მძლეოსნობის, ძალოსნობის, ფარიკაობის, ჩოგბურთის, სროლის სექციებს. (ტანვარჯიშის სექცია ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ცხვედაძის გულმოდგინებით დაარსებული გიმნაზიის შენობაში არსებობდა მე-19 საუკუნის მიწურულს. სექციას უძღვებოდა გიორგი ეგნატაშვილი. Mმისი აღზრდილია საქართველოში ათლეტიზმის ფუძემდებელი და უნივერსიტეტის ფიზაღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1949-55წ.წ.), (1959-69წ.წ.), სპორტის ოსტატი ძალოსნობაში კოტე ზაუტაშვილი) სექციებში ჩაბმული იყვნენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტობა, ასევე მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა გიმნაზიებიდან.
1919 წელი ჩატარდა პირველი საუნივერსიტეტო შეჯიბრება ჭადრაკში. ხელმძღვანელები – ანდრია რაზმაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი. Aამ წამოწყებამ შემდგომში სისტემატიური ხასიათი მიიღო, რომელიც დღემდე გრძელდება.
1923 წლის 28 აგვისტო განხორციელდა პირველი ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე (5043მ). ხელმძღვანელები: თსუ პროფესორები გიორგი ნიკოლაძე და ალექსანდრე დიდებულიძე. ამ ასვლის თითქმის ყველა მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მათ შორის ხუთი ქალი. ეს იყო მსოფლიოში პირველი შემთხვევა ქალთა მასობრივი ალპინისტური ასვლისა.
1925 წელი 12-28 აგვისტო ასევე გ. ნიკოლაძისა და ა. დიდებულიძის ხელმძღვანელობით ექსპედიცია განმეორებით ავიდა მყინვარწვერზე. ეს იყო ამავდროულად სამეცნიერო ექსპედიცია, რადგან საფუძველი ჩაეყარა მაღალმთიანეთის მეცნიერულ გამოკვლევას მეტეოროლოგიის დარგში.
1925 წელი უნივერსიტეტში შეიქმნა ვაჟ კალათბურთელთა პირველი გუნდი.
1932 წელი უნივერსიტეტში ფეხბურთელთა გუნდი შეიქმნა, რომლის ბაზაზეც (1936 წ.) თბილისის `დინამო~ ჩამოყალიბდა.
1935 წელი გაიხსნა ფიზიკური კულტურის ფაკულტეტი, რომელიც 1939 წელს გადაკეთდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტად და გამოეყო უნივერსიტეტს.
1937 წლიდან ფიზიკური აღზრდის და სპორტის კათედრად იწოდება ფიზიკური აღზრდის ყოფილი განყოფილება. Pპირველი კათედრის გამგე - გიორგი საყვარელიძე.
1941-45 წ.წ. სამამულო ომის დროს, არსებული ვითარებიდან გმომდინარე, პრიორიტეტულ სახეობებად მიიჩნეოდა ხელჩართული ბრძოლა, ყუმბარის ტყორცნა, წინაღობათა გადალახვა.
1944 წელი შეიქმნა ქალ კალათბურთელთა გუნდი.
1947 წელი ფიზიკური აღზრდის და სპორტის კათედრასთან დაარსდა პირველი სპორტული კლუბი უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის თავმჯდომარეობით. კლუბი ხელს უწყობდა სპორტის ეროვნული სახეობების აღორძინებას. ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში უნივერსიტეტის შვიდი სტუდენტი მონაწილეობდა. ტრადიციად იქცა ყოველწლიური ალპინიადების ჩატარებაც.
1949 წელი ჩატარდა პირველი სპარტაკიადა სპორტის 15 სახეობაში. რომელმაც ტრადიციული ხასიათი მიიღო და დღეისათვის სპორტული უნივერსიადის სახით უკვე ყოველწლიურად ტარდება. უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ როგორც შიდა, ასევე ეროვნულ და მსოფლიო მასშტაბით გამართულ უნივერსიადებში.
1956 წელი მელბურნის მე-16 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ და პრიზიორები გახდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: ვ. ბალავაძე, ბ. ნიკიტინი, ნ. გვახარია, გ. სხირტლაძე, რ. ცირეკიძე, ლ. გოგოლაძე, ნ. დვალიშვილი, პ. მშვენიერაძე.
1959 წელი დაპყრობილ იქნა მწვერვალი უშბა.
1960 წელი რომის მე-17 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს: რ. შავლაყაძემ (მძლეოსნობა) და ა. ქორიძემ (კლასიკური ჭიდაობა), გ. მინაშვილმა და თ. უგრეხელიძემ (კალათბურთი),გ. ჩიქვანაიამ და ლ. გოგოლაძემ ( წყალბურთი), ბრინჯაოს მედლები – ვ. რუბაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და გ. კოსტავამ (ფარიკაობა)
1961 წელი გუდაუთაში შეიქმნა სტუდენტთა გამაჯანსაღებელი ბანაკი ~ოქროს ნაპირზე~.
1964 წელი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი დაიმსახურა ნ. ასათიანმა (ფარიკაობა), ვერცხლის – შ. ქევხიშვილმა (ტყვიის სროლა), ბრინჯაოსი – ფ. ჩიქვილაძემ და დ. გვანცელაძემ (ჭიდაობა)
1968 წელი 21 ოქტომბერი უნივერსიტეტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპორტის სასახლეში ჩატარდა საზეიმო-საიუბილეო ფესტივალი `ზეიმობს ახალგაზრდობა~.
1980 წელი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა უნივერსიტეტელი მათემატიკოსი ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა)
1975 წელი პირველად ჩატარდა დიდი მასობრივი ღონისძიება `სტუდენტური დღეები~, რომელიც ტრადიციად იქცა. მასში მონაწილეობას იღებდა თსუ ყველა ფაკულტეტი.
კულტურა
1921 წელი უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სააქტო დარბაზი. საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა სტუდენტთა ტრიო.
1924 წელი ჩამოყალიბდა პირველი თეატრალური დასი, სადაც იდგმებოდა ერთმოქმედებიანი პიესები, იმართებოდა საღამოები და კონცერტები, იკითხებოდა იუმორისტული ნაწყვეტები სხვადასხვა პიესებიდან. სხვადასხვა დროს თსუ თეატრალურ დასში ირიცხებოდნენ და აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: ქართლოს კასრაძე, იაკობ ტრიპოლსკი, თენგიზ ჩანტლაძე, ვარლამ ნიკოლაძე, თემურ ცაგურია, პეტრე გრუზინსკი, ზურაბ ლაფერაძე . . .
1927 წელი 10 დეკემბერი სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით დასრულებული სახე მიიღო სააქტო დარბაზმა.
1928 წელი 27 თებერვალი აღინიშნა უნივერსიტეტის პირველი იუბილე - 10 წლისთავი. რომელიც აღინიშნა ბათუმში, ქუთაისში, ერევანში...
1934 წელი ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში პირველად ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული წრე. 1948 წლიდან კი ქორეოგრაფიულ ანსამბლს სატავესი ჩაუდგა რომან ჭოხონელიძე.
1936 წელი ოქტომბერი უნივერსიტეტში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის პირველი შემოქმედებითი საღამო.
1936 წელი 17 მარტი უნივერსიტეტში გაიმართა დიდი მეჯლისი და კონცერტი მრავალფეროვანი პროგრამით. ამ დროისათვის უკვე იმართებოდა სტუდენტთა საქველმოქმედო სპექტაკლებიც კი.A თეატრი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რეპერტუარით.
1947 წელი შეიქმნა უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული წრე. ხელმძღვანელი ბ. ღლონტი.
1950 წელი გამოვიდა ლიტერატურული წრის ალმანახის პირველი წიგნი - `პირველი სხივი~.
1950 წელი ჩამოყალიბდა სტუდენტთა სიმფონიური ორკესტრი.
1951 წელი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი `ჩაძირული ქვები~.
1958 წელი თბილისის იუბილის საზეიმო დღეებში უნივერსიტეტმა გამოსცა საიუბილეო კრებული `თბილისი 1500~.
1961 წელი აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლისთავი.
1968 წელი 22 ოქტომბერი საზეიმოდ აღინიშნა უნივერსიტეტის 50 წლის იუბილე. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ჩატარდა საზეიმო კონცერტი. უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა `უნივერსიტეტის 50 წლისთავის სახელობის ხეივანს~.
1975 წელი 18-21 აპრილი საზეიმოდ გაიხსნა ახალი სააქტო დარბაზი, რომელიც მინაშენის სახით გაკეთდა ცხვედაძისეული ნაგებობის საერთო ფონის დაურღვევლად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმოქმედება დიდ წარმატებებს აღწევს და ამასთანავე აცნობს საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებს.