10-15 მაისის ჩათვლით თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა იედიპე უნივერსიტეტის მე-6 საერთაშორისო საუნივერსიტეტო ფოლკლორის ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობდა 7 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები. სულ 12 ანსამბლი, მათ შორის თსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "უნივერსიტეტი"
თსუ-ს ანსამბლმა დაიმსახურა საყოველთაო მოწონება და დამსახურებულად მიენიჭა საუკეთესო ანსამბლის წოდება. (ხელმძღვანელი დავით კიკვაძე)







