· 2, 3 და 4 აგვისტოს გაიმართა ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური ფესტივალი "ერის ხმა". ფესტივალის ბოლო დღეს თეატრალური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს კონცერტი. "ერისხმის" ინიციატორი და ორგანიზატორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში ქართული ფოლკლორისა და კულტურის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა. მასში მთელი საქართველოდან 21 უნივერსიტეტის 700 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი მიმდინარეობდა.







