ხელბურთს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ტრადიციები გააჩნია.
თსუ–ში სწავლობდნენ ცნობილი ხელბურთელები: ჯემალ ცერცვაძე (ხელბურთის პელე), თამაზ
ანთაძე, გურამ ექსეულიძე, იმედო ფხაკაძე.... რომელთა ბაზაზეც შეიქმნა თსუ ხელბურთელთა
გუნდი. გუნდის კაპიტანი – თამაზ ანთაძე.
2010 წელს
აღდგა ძველი ტრადიცია და მრავალი წლის შემდეგ, შეიქმნა ვაჟ ხელბურთელთა გუნდი – „თსუ“.
გუნდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის და
სპორტის ცენტრის ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ვაჟ ხელბურთელთა გუნდი – „თსუ“
უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს უმაღლესი ლიგის
საქართველოს ჩემპიონატში.
გუნდის მწვრთნელია
საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში გიორგი კობახიძე.
ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „თსუ“
2010 წლის ჩემპიონატის მეორე ტურში მესამე ადგილზეა.
http://georgianhandball.ge/?cat=73







