უნივერსიტეტში გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თსუ აკადემიურმა საბჭომ 2007 წლის 9 ივლისს მიიღო #34 დადგენილება თსუ–ში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების შესახებ. აღნიშნული დადგენილება გახდა საფუძველი თსუ საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებისა.
2008 წლის 21 აგვისტოს რექტორის #74/01-01 ბრძანებით დამტკიცდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა თსუ საგამოცდო ცენტრის დებულებაზე, მის სტრუქტურაზე, სტრატეგიაზე.
2009 წლის იანვარში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული თსუ საგამოცდო ცენტრი, რომელიც უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურის:

-
შუალედურ,
სემესტრულ დასკვნითი/დამატებითი წერით გამოცდებს;
- მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღებ წერით გამოცდებს;
-
სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან გადმოსასვლელი და უნივერსიტეტის შიდა მობილობის წერით გამოცდებს;