დამტკიცებულია თსუ-ს წარმომადგენლობითი
საბჭოს
გადაწყვეტილებით
(სხდომა #20, 18.06.2009წ.);
წარმომადგენლობითი
საბჭოს სპიკერი – კახაბერ ლორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1.1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) საგამოცდო ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
1.2 ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, აკადემიური საბჭოს დადგენილებების, უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
1.3 ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და რექტორის წინაშე.
1.2 ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, აკადემიური საბჭოს დადგენილებების, უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
1.3 ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და რექტორის წინაშე.
თავი II. ცენტრის მიზნები, ამოცანები და უფლებამოვალეობანი
მუხლი 2. ცენტრის მიზნები
ა) უნივერსიტეტში გამოცდების ერთიანი სისტემის შექმნა და დანერგვა;
ბ) სწავლის ხარისხის ამაღლება.
მუხლი 3. ცენტრის ამოცანები
ცენტრის ამოცანებია:ა) უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურის შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ორგანიზება;
ბ) უნივერსიტეტში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება;
გ) სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან გადმოსასვლელი და უნივერსიტეტის შიდა მობილობის წერითი გამოცდების ორგანიზება;
4. ცენტრის უფლება-მოვალეობანი
ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს გამოცდების პროცესის მარეგულირებელ წესებს, ინსტრუქციებს;
ბ) გამოითხოვს ფაკულტეტებიდან ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შუალედურ, სემესტრულ დასკვნით/დამატებით წერით გამოცდებს, ასევე მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღებ და მობილობის გამოცდებს;
გ) ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აქვეყნებს შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ჩატარების განრიგს ;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად ღებულობს გადაწყვეტილებას გამოცდების ჩატარების, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და გასაჩივრების შესახებ;
ე) ადგენს საგამოცდო ბილეთის ფორმირების წესებს;
ვ) განიხილავს გამოცდის ჩატარების პროცედურულ საკითხებზე შემოსულ საჩივრებს;
თ) გამოითხოვს ლექტორისგან/საგნის ხელმძღვანლისგან საგამოცდო ნაწერებს და ამოწმებს მათ ალტერნატიული კომისიის მეშვეობით;
ი) ახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი გამოცდების შედეგების ელექტრონულ აღრიცხვაზე;
კ) ახორციელებს გამოცდის პროცესის, შედეგების ანალიზს;
ლ) ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ამზადებს რეკომენდაციებს რექტორისათვის ან/და აკადემიური საბჭოსთვის.
მ) ახორციელებს კანონმდებლობით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბჭოს დადგენილებებით კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.
თავი III. ცენტრის მართვა და სტრუქტურა
მუხლი 5. ცენტრის უფროსი
5.2. ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რექტორის წინაშე;
5.3. ცენტრის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია ცენტრის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დაკისრებული მოვალეობების თანამშრომელთა მიერ შესრულებას და ისმენს მათ ანგარიშებს;
ე) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს ცენტრის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე, პრაქტიკული მნიშვნელობის ნოვაციებისა და სიახლეების დანერგვის შესახებ;
ვ) შუამდგომლობს უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ცენტრის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
ზ) შუამდგომლობს უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ცენტრის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;
თ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და რექტორს ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დასრულების შემდეგ, აგრეთვე ნებისმიერ დროს რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
ი) აწარმოებს ურთიერთობებს და თანამშრომლობს უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და ფაკულტეტებთან;
კ) წარმოადგენს უნივერსიტეტს თავისი კომეტენციის ფარგლებში;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას კორესპონდენციის შემდგომი მოძრაობის თაობაზე და ანაწილებს მას;
მ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს როგორც ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბჭოს დადგენილებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. ცენტრის თანამშრომლები
ა) ცენტრის მთავარი სპეციალისტები;
ბ) ცენტრის სპეციალისტები.
6.2 ცენტრის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
6.3. ცენტრის თანამშრომლის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს, ცენტრის უფროსის დავალებით, ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.
6.4. ცენტრის თანამშრომელი:
ა) ასრულებს მისთვის საქართველოს კანომდებლობით, წინამდებარე დებულებით, სამუშაო აღწერილობთ, ცენტრის უფროსის მიერ დაკისრებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული, შესასრულებელი დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ამზადებს პასუხს მისთვის გადაცემულ კორესპონდენციაზე;
6.5. ცენტრის თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის დებულებით, ცენტრის უფროსის სამსახურებრივი დავალებებით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით.
6.6. ცენტრის თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის უფროსის წინაშე.
მუხლი 7. საგამოცდო კომისია
7.2 საგამოცდო კომისიის შემადგენლობას რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრი, ფაკულტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.
7.3 საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების თსუ-ს სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, მოწვეული სპეციალისტი ან დარგის ექსპერტი;
7.4 საგამოცდო კომისიის წევრობა არ არის დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობა - უფლებამოსილება ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დატვირთვის ფარგლებში;
7.5 საგამოცდო კომისია ექვემდებარება ცენტრს და ანგარიშვალდებულია ცენტრის უფროსის წინაშე.
7.6 საგამოცდო კომისია ვალდებულია გაასწოროს საგამოცდო ნაწერები და ცენტრს წარუდგინოს გამოცდის შედეგები;
7.7 გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს კომისიუი წესით, განისაზღვრება რექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ან/და აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია
8.2 საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრი, ფაკულტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.
8.3 საპრეტენზიო კომისიის წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების თსუ-ს სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, მოწვეული სპეციალისტი, ან დარგის ექსპერტი, რომელიც არ არის იმავე გამოცდის საგამოცდო კომისიის წევრი;
8.4 საპრეტენზიო კომისიის წევრობა არ არის დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობა - უფლებამოსილება ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დატვირთვის ფარგლებში;
8.5 საპრეტენზიო კომისია ვალდებულია ყოველმხრივ შეისწავლოს და ობიექტურად განიხილოს საჩივარი და ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.
8.6 საპრეტენზიო კომისია ექვემდებარება ცენტრს და ანგარიშვალდებულია ცენტრის უფროსის წინაშე.
მუხლი9. გამოცდების შედეგების გადამოწმება
9.2 ამ მიზნით შექმნილი კომისიის წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების თსუ–ს სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, მოწვეული სპეციალისტი, ან დარგის ექსპერტი, რომელიც არ არის იმავე გამოცდის საგამოცდო ან საპრეტენზიო კომისიის წევრი;
9.3 ამ მიზნით შექმნილი კომისიის წევრობა არ არის დამატებთ ანაზღაურებადი საქმიანობა – უფლებამოსილება ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით გატალისწინებული დატვირთვის ფარგლებში;
9.4 ამ მიზნით შექმნილი კომისია შეისწავლის საგამოცდო ნაწერებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცენტრს;
9.5 ამ მიზნით შექმნილი კომისია ექვემდებარება ცენტრს და ანგარიშვალდებულია ცენტრის უფროსის წინაშე.
მუხლი 10. დამკვირვებლები
10.2 დამკვირვებელი შეიძლება იყოს ფაკუტელტის თანამშრომელი, დოქტორანტურის სტუდენტი ან ხელშეკრულებით მოწვეული პირი.
10.3 დამკვირვებელი ექვემდებარება საგამოცდო ცენტრს და ანგარიშვალდებულია ცენტრის უფროსის წინაშე.
10.4 დოქტორანტურის სტუდენტებისათვის და ფაკულტეტის თანამშრომლისთვის დამკვირვებლობა არ არის დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობა;
10.5 დამკვირვებლის უფლება-მოვალეობები, სამუშაო პირობები, განისაზღვრება ცენტრის დებულებით, ცენტრის უფროსის სამსახურებრივი დავალებებით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით;
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11.









