1. ვის აქვთ უფლება სწავლა განაგრძოს სადოქტორო პროგრამაზე?
თსუ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ხარისხისა და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებულ სპეციალისტებს, დიპლომირებული მედიკოსებს.
2. რა შემთხვევაში დაიშვება კონკურსანტი სადოქტორო გამოცდაზე?
საკონკურსო გამოცდაზე კონკურსანტი დაიშვება, თუ მან დროულად შემოიტანა განაცხადი, წარადგინა სათანადო საბუთები მიმღებ კომისიაში და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამის წინაპირობებს.
3. რამდენ გამოცდას აბარებს კონკურსანტი?
თსუ–ში სადოქტორო პროგრამაზე ჩასაბარებლად კონკურსანტი აბარებს გამოცდას უცხო ენაში, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გადის გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
4. რომელ უცხო ენაში ტარდება გამოცდა/უცხო ენის ცოდნის რომელ დონეს მოითხოვს სადოქტორო პროგრამა?
სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსანტი აბარებს გამოცდას ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაში. კონკურსანტს მოეთხოვება უცხო ენის B2 დონეზე ცოდნა.
5. რა შემთხვევაში თავისუფლდება კონკურსანტი უცხო ენის გამოცდიდან/ რომელი სერთიფიკატი წარმოდგენისას?
უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება კონკურსანტი, თუ იგი წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (დანართი) ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამდასტურებელ საბუთს.
6. რა ფორმით ტარდება გამოცდა უცხო ენაში?
საკონკურსო გამოცდები უცხო ენაში ტარდება ტესტური ფორმით.
7. რა შემთხვევაში ითვლება გამოცდა ჩაბარებულად?
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს მინიმუმ 51 ქულას
8. რა უნდა იქონიოს კონკურსანტმა გამოცდაზე რეგისტრაციის დროს?
კონკურსანტმა გამოცდაზე რეგისტრაციის დროს უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კონკურსანტმა უნდა დაიკავოს ადგილი საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.







