თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ხშირად დასმული კითხვები

1.    ვის აქვთ უფლება სამაგისტრო კონკურსში მონაწილეობისა?

თსუ მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები, ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, დიპლომირებული მედიკოსები, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები (საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტების ფორმალური ცნობა/აღიარება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის შესაბამისად), რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი.

2.    რა შემთხვევაში დაიშვება კონკურსანტი თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდაზე სპეციალობაში?

თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდაზე სპეციალობაში კონკურსანტი დაიშვება, თუ მან დროულად შემოიტანა განაცხადი, წარადგინა სათანადო საბუთები მიმღებ კომისიაში და აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ წინაპირობას.

3.    რამდენ გამოცდას აბარებს კონკურსანტი?

თსუ–ში მაგისტრატურაში ჩასაბარებლად კონკურსანტი აუცილებლად  აბარებს  გამოცდას სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში კონკურსანტი  ასევე აბარებს  გამოცდას უცხო ენაში.

4.    რომელ უცხო ენაში ტარდება გამოცდა/უცხო ენის ცოდნის რომელ დონეს მოითხოვს სამაგისტრო პროგრამა?

უცხო ენათა ჩამონათვალს, რომელშიც ჩატარდება საკონკურსო გამოცდა და საჭირო დონეს  განსაზღვრავს  სამაგისტრო პროგრამა.

5.    რა შემთხვევაში თავისუფლდება კონკურსანტი  უცხო ენის გამოცდიდან/ რომელი სერთიფიკატი წარმოდგენისას?

უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება კონკურსანტი, თუ იგი წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (დანართი)  ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამდასტურებელ საბუთს.

6.    რა შემთხვევაში ითვლება გამოცდა ჩაბარებულად?

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს მინიმუმ 51 ქულას, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული სამაგისტრო პროგრამით.

7.    ენიჭება თუ არა მნიშვნელობა თსუ-ს მაგისტრატურაში მიღებისას ერთიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგებს?

ერთიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგებისათვის კოფიციენტების მინიჭების საკითხი განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამით და მტკიცდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე კონკურსის დაწყებამდე.

8.    ვის უნდა მიმართოს კონკურსანტმა, თუ გამოცდაზე რაიმე სახის პრობლება შეექმნება?

ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით კონკურსანტი მიმართავს საგამოცდო ცენტრის უფლებამოსილ პირს.

9.    რა ეკრძალება სტუდენტს გამოცდის მსვლელობისას?

 გამოცდის მიმდინარეობისას კონკურსანტს ეკრძალება:
    მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში;
    „შპარგალკის“, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების გამოყენება;
    საგამოცდო რვეულზე რაიმე მინიშნების გამოყენება, გარდა საგამოცდო საკითხებისა;
    საუბარი, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა რაიმე ფორმით ხელის  კონკურსანტებისათვის შეშლა.

10.    რა უნდა იქონიოს კონკურსანტმა გამოცდაზე რეგისტრაციის დროს?

კონკურსანტმა გამოცდაზე რეგისტრაციის დროს უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კონკურსანტმა უნდა დაიკავოს ადგილი საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

11.     რა ფორმით ტარდება  გამოცდა?

საკონკურსო გამოცდები ტარდება წერითი ფორმით. სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად კონკურსანტი გადის გასაუბრებას.
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:01 | გვერდების ნახვა: 37,355,163
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili