თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

უფროსი სპეციალისტი

  • მონაწილეობს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესში: მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;
  • თანამშრომლობს სატენდერო კომისიასთან სატენდერო კომისიის აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას, ადგენს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გასცემს და იბარებს სატენდერო დოკუმენტაციას;
  • მონაწილეობს წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში;
  • თსუ დაფინანსების წყაროების მიხედვით ადგენს ყოველკვარტალურ ანგარიშებს: ,,დანართი 4“-ისა და ,,დანართი 5“-ის სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
  • კოორდინაციას უწევს და ამზადებს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების ხელშეკრულებების ასლების მომზადებას;
  • თანამშრომლობს თსუ ინსპექტირების ჯგუფთან და სისტემატურ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ;
  • შემოსული წერილების საფუძველზე უზრუნველყოფს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
  • აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებზე აწარმოებს საკასო მონაცემების მოგროვებას და კონტროლს უწევს მონეტარული ზღვრებს;
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:25 | გვერდების ნახვა: 37,356,555
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili