თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია საფინანსო დეპარტამენტი საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა ფინანსური რესურსების ეფექტური მართვის საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნორმალური პირობები; აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
ბ) უნივერსიტეტის სისტემაში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე სისტემის ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, უნივერსიტეტში ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზაცია და შესყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი;
დ) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალდაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;
ბ) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
გ) აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;
დ) საბიუჯეტო პროცესის რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულებაზე მონიტორინგის საერთო პრინციპებს და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა გამიჯვნა-განაწილების ფორმებს;
ე) უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის, შემდგომში წარმომადგენლობით საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით;
ვ) წლის პირველი ნახევრის შედეგებიდან კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ზ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა;
თ) საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სახელით დასადები ხელშეკრულებების მომზადება;
კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტის მომზადება, ხელშეკრულებების შესრულების მომდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმანტაციის წარმოება.
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:25 | გვერდების ნახვა: 37,356,607
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili