თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ჩვენს შესახებ

თსუ საგარეო ურთიერთობათა სამმართველო ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გასული საუკუნის 60–იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. იგი დეპარტამენტად რექტორის, პროფესორ რუსუდან ლორთქიფანიძის 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გარდაიქმნა. მისი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს თსუ–სა და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო–კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბება, რაც უმრავლეს შემთხვევაში, ერთობლივი პროექტებითა და სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებით ხორციელდება. შესაბამისად, დეპარტამენტი ერთგვარად მედიატორია, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტი გარესამყაროს უკავშირდება, რაც გლობალიზაციის პირობებში უმაღლესი განათლების ნებისმიერი დაწესებულებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი არის საგარეო ურთიერთობათა დარგში უნივერსიტეტის ცენტრალური სამსახური.

ჩვენი კომპეტენციაა:

  • საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელთა, სამეცნიერო დაწესებულებათა დელეგაციების მიღება–მასპინძლობის ორგანიზება

  • საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება.

  • ხელშეკრულების ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა სტაჟირება–მივლინების ხელშეწყობა

  • უცხოელ სტუდენტთა მომსახურება

  • ქართველ სტუდენტთა მომსახურება, რჩევა–რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით

  • სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა

  • სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელება

  • საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან: საელჩოებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა.

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ფარგლებში შემავალი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.




























 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:31 | გვერდების ნახვა: 37,356,840
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili