თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ერასმუს მუნდუსი

რა არის Erasmus Mundus?

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთანავე, Erasmus Mundus ხელს უწყობს ევროპის უნივერსტეტებსა და მესამე ქვეყნების უნივერსტეტებს შორის თანამშრომლობას.

ამჯამად, Erasmus Mundus პროგრამაში საქართველოს 3 უნივერსტეტი მონაწილეობს; ესენია ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მობილობის პროგრამის ფარგლებში 58 ქართველი სტუდენტი, მკვლევარი და უნივერსიტეტის თანამშრომელი გაემგზავრა პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად და სამუშაოდ. პროგრამის პარტნიორები არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტები და ევროპის უნივერსიტეტები საბერძნეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ლატვიასა და ბულგარეთში.  
Erasmus Mundus ჰყავს 3 სამიზნე ჯგუფი და მის ფარგლებში ხდება ხუთი კატეგორიის ინდივიდუალური მობილობის პროგრამის დაფინანსება:

  • საბაკალავრო
  • სამაგისტრო
  • სადოქტორო
  • პოსტ–სადოქტორო
  • აკადემიური პერსონალი
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:31 | გვერდების ნახვა: 37,356,930
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili