- საერთაშორისო დერეფანი
პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედმა ყველა საელჩომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ თსუ მეორე კორპუსში გახსნას თავისი სახელობის აუდიტორია, აღჭურვოს და განათავსოს თავიანთი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ისტორიული თუ სოციალური ცხოვრების ასპექტების ამსახველი ვიზუალური მასალა, წიგნები, პერიოდული გამოცემები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების საერთაშორისო თვალსაწიერის გაფართოებას.
პროექტის დაწყებიდან დღემდე თსუ-ში ფუნქციონირება დაიწყო თურქეთის, აზერბაიჯანის, გაეროს, რუმინეთის, ისრაელის, პოლონეთის აუდიტორიებმა, სადაც რეგულარულად იმართება საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონფერენციები, სტუდენტთა და პროფესორთა შეხვედრები დიპლომატებთან, უცხოელ პოლიტიკოსებთან და პროფესორებთან.

- ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის
2009 წლის ოქტომბრიდან თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს პროექტს: ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის. პროექტის მიზანია თსუ ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნის დონის გაზრდა. პროექტში ჩართულია ადმინისტრაციის ოთხმოცდაათამდე თანამშრომელი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით.

- თანამშრომლობა თსუ–სა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის
ა/წ 19 ოქტომბერს თსუ–სა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს თსუ–ში სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვას. პროექტი 16 ნოემბერს დაიწყო და 20 კვირა გაგრძელდება. პროექტს აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა და თსუ
პროექტის პირველი ფაზა (16.11.2009-22.11.2009) ითვალისწინებს ნიუ იორკის უნივერსიტეტის (SUNY Delhi) სუნი დელჰაის კამპუსის პრეზიდენტის, დოქტორ ქენდის ვანკოს და ამავე უნივერსიტეტის პროვოსტის, დოქტორ კალასის ვიზიტს და კონსულტაციებს თსუ ადმინისტრაციასთან, რომლის დროსაც განიხილება თსუ–ს სტრატეგია და ადმინისტრაციული პრიორიტეტები.
პროექტის მეორე და მესამე ფაზები (23.11.2009-28.02.2010) გულისხმობს ევროპელი ტექნიკური ექსპერტების მოწვევას თსუ–ში სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით.
პროექტის მეოთხე ფაზაში გათვალისწინებულია თსუ ადმინისტრაციის 14 თანამშრომლის დატრენინგება ელექტრონული სისტემის მართვაში.