თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ჩვენ შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ფუნქციებია:

  1. უნივერსიტეტის ინტერნეტ მომსახურება (ვებ–სერვისი, ელექტრონული ფოსტა).
  2. უნივერსიტეტის ქსელური ინფრასტრუქტურის მომსახურება.
  3. უნივერსიტეტის შიდა ქსელური სერვისების პროგრამული უზრუნველყოფა.
  4. ინტეგრირებული პროგრამული (ERP სისტემების) დანერგვა.
  5. სხვადასხვა დისციპლინებში ელექტრონული კურსებისა და დისტანციური სწავლების დანერგვა–განვითარება.
  6. კომპიუტერული კლასტერული ინფრასტრუქტურის განვითარება.
  7. უნივერსიტეტის შიდა ქსელის გლობალურ სამეცნიერო კომპიუტერულ ქსელში (GRID) მიერთება.
  8. კომპიუტერული სარესურსო ცენტრების ფუნქციონირება უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა სწავლებისა და მათი კომპიუტერულ რესურსებთან დამოუკიდებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.

დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად დეპარტამენტი წარმართავს შემდეგი სახის საქმიანობას:

  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლოგიის შემუშავება.
  • ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოება და მოდიფიცირება.
  • ქსელური ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფა.
  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • სხვა საუნივერსიტეტო და საზღვარგარეთის სამეცნიერო კომპიუტერულ ცენტრებთან საერთო პროექტების განხორციელებისათვის დეპარტამენტის სისტემური პროგრამებისა და ინტერნეტ–კავშირის უზრუნველყოფა.
  • დეპარტამენტის კომპიუტერული პარკის სისტემური უზრუნველყოფის მოდიფიცირება.
  • კომპიუტერული ტექნიკის საგარანტიო შეკეთების მონიტორინგი.
  • შესაძლებლობის ფარგლებში ტექნიკურად და პროგრამულად გაუმართავი კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება.
ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:31 | გვერდების ნახვა: 37,357,317
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili