პროექტი
დამტკიცებულია თსუ–ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომა №__ __ _______ 2009 წ. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი – კახაბერ ლორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები.
დამტკიცებულია თსუ–ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომა №__ __ _______ 2009 წ. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი – კახაბერ ლორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – „უნივერსიტეტი“) საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრი (შემდგომში – „ცენტრი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
- ცენტრი ფუნქციონირებს უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კავშირში და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და წინამდებარე დებულებით.
- ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს
მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები.
-
ცენტრის ძირითადი საქმიანობის სფეროა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შესაბამისი პირობები; უნივერსიტეტის ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება და მისი დაკავშირება მსოფლიო (გლობალურ) საინფორმაციო სივრცესთან თანამედროვე,
მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით, ინფორმაციის მოპოვება უნივერსიტეტის მოღვაწეობის ყველა სფეროში, მისი მუდმივი, სწრაფი განახლება, ინფორმაციის დამუშავება და შედეგების წარმოდგენა ისეთი მოხერხებული და თვალსაჩინო ფორმით, რომ სრულად და ადექვატურად ასახავდეს არსებულ რეალობას.
-
ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის დაგეგმარება, გამართვა და ოპტიმალური ფუნქციონირება.
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა–განვითარება.
გ) კომპიუტერული რესურს ცენტრების მოწყობა და ფუნქციონირება.
დ) დისტანციური სწავლების ინფრასტრუქტურისა და ორგანიზების ჩამოყალიბება და წარმართვა.
-
ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საერთო კომპიუტერული ქსელის შექმნა, მისი მართვა და სისტემატიური განახლება-გაფართოება, მისი უსაფრთხოობის უზრუნველყოფა, ახალი მომხმარებლების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარება;
ბ) უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობა და მასში ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია, საფოსტო ყუთების დაცვა და დარეზერვება. შესაბამისი ვებ ინტერფეისის ქართულენოვანი ვარიანტის შექმნა და დახვეწა; სხვადასხვა საფოსტო პროგრამების კონფიგურირება სერვერთან დაკავშირების მიზნით; არასაჭირო გზავნილებისაგან (სპამი) დაცვა; ფოსტის სერვერის ფუნქციონირების სტატისტიკური დამუშავება და თვალსაჩინო ინტერპრეტაცია.
გ) უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მუდმივი ოპერატიული განახლება, უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობა ლოკალური და თემატური ვებ-გვერდების საიტების შექმნაში; ინგლისურენოვანი ვარიანტის თარგმნა, განთავსება და განახლება; ვებ-გვერდების ფუნქციონირების სტატისტიკური დამუშავება და თვალსაჩინო ინტერპრეტაცია.
![]() |
წინა გვერდი |
|
შემდეგი გვერდი | ![]() |




