თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

დებულება

დამტკიცებულია თსუ–ს წარმომადგენლობითი საბჭოს
გადაწყვეტილებით (სხდომა №         ,            წ.);

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი – კახაბერ ლორია

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      
   საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის და ოპერაციების
 მართვის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლის 1. ზოგადი დებულებები
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის და ოპერაციების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში - ,,დეპარტამენტი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების მიერ მიღებული სამართლებრივი  აქტებითა  და წინამდებარე დებულებით.
3. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ  დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები.
1.    უნივერსიტეტის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, გაშლა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს აპარატულ უზრუნველყოფას (სერვერული, ქსელური და ხმის/ვიდეოს გადაცემის აპარატურა), პროგრამულ უზრუნველყოფას და შესაბამის სერვისებს.
2.    სასწავლო-სამეცნიერო, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ისტ მხარდაჭერა,რაც მოიცავს ჩამოთვლილი კომპონენტების ნებისმიერ ასპექტს, რომლის რეალიზაციისთვისაც ისტ წარმატების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს (საინფორმაციო სისტემები, ცალკეული პროგრამული ან აპარატული უზრუნვეყოფა, ისტ სერვისები და სხვა).
3.    უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ისტ მხარდაჭერა, რაც მოიცავს სპეციალური საბიბლიოთეკო საინფორმაციო სისტემების მხარდაჭერას აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის და ისტ სერვისების მიმართულებით.
4.    ისტ ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა, ისტ–სთან დაკავშირებული შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მოთხოვნების და სპეციფიკაციების ჩამოყალიბებას, შეძენის ვადების განსაზღვრას და შეძენილი აპარატურის ექსპერტიზას.
5.    ისტ–ს პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის ფორმირება საუნივერსიტეტო მასშტაბით, რაც გულისხმობს ისტ–ს როლის განსაზღვრას უნივერსიტეტის საქმიანობის ერთიან ჩარჩოში და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფას ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მუდმივ ცვილებებთან.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
1.    დეპარტამენტს ხელძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2.    დეპარტამენტი შედგება სამი განყოფილებისაგან:
ა) ოპერაციების განყოფილება;
ბ) სისტემების განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება.
3.    დეპარტამენტის უფროსს უნივერსიტეტის რექტორის რეკომენდაციით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელძღვანელი.
4.    განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
5.    დეპარტამენტის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და სხვა) მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ანალიტიკური განყოფილების უფროსი.
6.    დეპარტამენტის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და სხვა), განყოფილებას ხელმძღვანელობს უშუალოდ დეპარტამენტის უფროსი ან განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.

7.    დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის განყოფილებებსა და  თანამშრომლებს შორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს, დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული ყოველწლიური საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის განყოფილებებისა და თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8.    დეპარტამენტის განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების  თანამშრომლებს შორის, დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესაბამისად, განსაზღრავს მათ ფუნქციებს  და აძლევს  დავალებებს;
დ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ამზადებს განყოფილების საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ვ) ორგანიზებას უწევს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე.

9.    ოპერაციების განყოფილების ფუნქციებია:
ა) უნივრსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ისტ მხარდაჭერა პირველ საინჟინრო დონეზე, რაც მოიცავს აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის, საკაბელო ინფრასტრუქტურის ისნტალაციას, მონიტორინგს და მხარდაჭერას;
ბ)  კლიენტური აპარატული უზრუნველყოფის (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეტბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და წვრილმანი რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა, უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ტექნიკური მხარდაჭერა;
გ) უნივერსიტეტის საბეჭდი მოწყობილობების მხარდაჭერა და მათი სახარჯი მასალების მოწოდება/ინსტალაციის უზრუნველყოფა.
10.    სისტემების განყოფილების ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის ისტ ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა მეორე და მესამე საინჟინრო დონეებზე, რაც მოიცავს უნივერსიტეტის კრიტიკული ისტ სერვისების ტექნიკური კომპონენტის მხარდაჭერას (აღნიშნული გულისხმობს სერვერული კლასის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელური ინფრასტრუქტურის ბირთვის და დატაცენტრის სხვა კომპონენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას);
ბ) კრიტიკული სერვისების, უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) დირექტორიის სერვისებით, დომენური სერვისებით, საფოსტო და კოლაბორაციის სერვისებით, ხმის და ვიდეოს გადაცემის სერვისებით, ვებ- სერვისებით, მონაცემთა ბაზების სერვისებით და სხვა.
11.    ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერიო, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისა და ადმინისრტაციის მიზნებისათვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემების საჭიროების შესწავლა, დაგეგმვა, ფუნქციონალის სპეციფიკაცია, დანერგვა და უკვე არსებული სისტემების მხარდაჭერა/ოპტიმიზაცია (აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტუდენტთა სწავლების მართვის სისტემებით (სპმს), ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის სისტემებით (Oris Manager, ERP), კორპორაციული კონტენტის მართვის/დოკუმენტბრუნვის სისტემებით და ა.შ.).
12. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

მუხლი 4. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დეპარტამენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და  ხორციელდება დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:41 | გვერდების ნახვა: 37,357,705
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili