თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა



აბზაცი- 1) ტექსტის ნაწილი, ლოგიკურად დამთავრებული, აღებული როგორც ტექსტის ერთეული; 2) კიდეგანი ტექსტის დასაწყის სტრიქონში.
Absatz m
paragraph n, section n, break n
абзац

აბონემენტი- 1) ბიბლიოთეკის ლიტერატურით შინ სარგებლობის უფლება; 2) ბიბლიოთეკის განყოფილება, სადაც წარმოებს ლიტერატურის გაცემა საშინაოდ. სააბონემენტო. 3) ტექნიკური მოწყობილობა, სადაც წარმოებს გაცემისა და დაბრუნების ფაქტების აღნიშვნა.
Abonnement n
subscription n
подписка

აბონემენტის გაუქმება
1. kündigen v. (ein Abonnement); 2. Aussschluss m (von der Benutzung)
2. 1. cancel v., discontinue v., drop v., 2. withdrawal n (of borrowing privileges)
3. 1. прекращать (подписку); 2. лишение абонемента

აბონემენტის დაზგა, აბონემენტის მაგიდა- მაგიდა, რომელზეც არის გაწყობილი სააბონემენტო საბუთების ყუთები და რომლებთანაც მუშაობს მეაბონემენტე.

აბონემენტის წესები- ბიბლიოთეკიდან ლიტერატურის მიღებისა და სარგებლობის წესები.

აბონემენტის წიგნი- წიგნი, რომელშიც ანბანურად ჩაწერილია აბონენტების გვარები, სახელები, მამის სახელები და მათი სააბონემენტო ნომრები.

აბონენტების კარტოთეკა- მკითხველთა ფორმულარები, ცალკე ყუთებში გაწყობილი ნომრების მიხედვით.

აბონენტი- პირი, რომელიც ჩაწერილია ბიბლიოთეკაში და საშინაოდ იღებს ლიტერატურას.
Abonnent (in) m (f)
subscriber n
подписчик

აბონენტის ვალდებულებანი - წესები, რომლებიც უნდა დაიცვას აბონენტმა ბიბლიოთეკით და ბიბლიოთეკის ლიტერატურით სარგებლობის დროს.
აბრების სისტემა
Leitsystem n, Beschilderung f
internal guiding n, signposting n, ~system n
система указателей

აბრევიატურა - სიტყვების პირობითი შემოკლება. იხ.აგრ. ქარაგმა.

აბრეჟე - ნაწარმოების მოკლე შინაარსი ან მისი ნაწყვეტი.

ადაპტაცია - რომელიმე ნაწარმოების გამარტივებული ტექსტის შედგენა.

ადაპტერი
Adapter m
adapter n
адаптер

ადგილის აღუნიშვნელად (ა.ა.) – პირობითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ბეჭდვით ნაწარმოებზე დასახელებული არ არის გამოცემის ადგილი.

ადგილისა და წლის აღუნიშვნელად (ა.წ.ა.) – ფორმულა, რომლითაც აღინიშნება შემთხვევა, როდესაც წიგნზე არ არის აღნიშნული გამოცემის ადგილი და წელი.

ადგილის მსაზღვრელი, გეოგრაფიული მსაზღვრელი – კლასიფიკაციაში პირობითი ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს, რომელ ადგილს შეეხება ნაწარმოები.

ადგილმდებარეობა
Lage f, Standort m
location n
местоположение, местонахождение

ადგილმდებარეობის გეგმა
Lageplan m
floor plan n, ground~
план расположения

ადგილობრივი ბიბლიოგრაფია – ბიბლიოგრაფია, რომელშიც შეტანილია ლიტერატურა, დაბეჭდილი რომელიმე განსაზღვრულ ადგილას.

ადგილობრივი ბიბლიოთეკების შეერთებული კატალოგი
regionaler Gesamtkatalog m
regional union catalog(ue) n
региональный сводный каталог

ადგილობრივი გამოცემა – გამოცემა, დაბეჭდილი პერიფერიაში.

ადგილობრივი გაცემა – ბიბლიოთეკის მიერ ლიტერატურის გაცემა იქვე სარგებლობისათვის.
Ortsleihe f
local loan n
местная выдача (по абонементу)

ადგილობრივი მმართველობა
Kommunalverwaltung f
local government n
местное управление органы местной власти

ადგილობრივი მომხმარებელი
Ortsbenutzer(in) m(f)
local user n
местный пользователь

ადენდა – ტექსტზე დართული დამატებები, დაბეჭდილი წიგნის ბოლოს, ზოგჯერ ძირითადი ტექსტის წინ, ნაკრებ ფურცელში. იხ. აგრ. კორიგენდა.

ადმინისტრაცია
Verwaltung f
administration n
администрация

ადრეს -კალენდარი – ცნობარი , რომელიც შეიცავს კალენდარს და აგრეთვე განსაზღვრული ტერიტორიის დაწესებულებათა ან მოქალაქეთა მისამართებს

ადრეული გამოცემები (ჟურნალ-გაზეთების)
ältere Ausgaben/ Jahrgänge pl. (von Zeitungen/Zeitschriften)
back runs pl(of newspapers/periodicals)
более ранние издания / годовые комплекты

ადრეული ნომრები (ჟურნალ-გაზეთების)
ältere Hefte pl.(von Zeitungen/ Zeitschriften)
back issues pl (of newspapers/periodicals)
более ранние номера журнала

ავანტიტული – ფურცელი თავფურცლის წინ, რომელზედაც არის ხოლმე აღნიშნული გამომცემლობის ნიშანი, სერიული სათაური, ან თვით ნაწარმოების მოკლე დასახელება ან სხვა ცნობები.
Schutztitel m, Schmutztitel m, Vortitelseite f
half title n, bastard~, fly-title n
авантитул

ავთრათი – ქაღალდის პატარა ოთხკუთხედი ან სხვა მოყვანილობის ნაჭერი, რომელიც იწებება წიგნის ყდაზე, კანზე ან ყუაზე ინდექსის დასაწერად.
ავტობიოგრაფია – ბიოგრაფია, შედგენილი თვით იმ პირის მიერ, ვისაც იგი შეეხება.
AAutobiografie f, Lebenslauf m
autobiography n, curriculum (vitae) n
автобиография

ავტოგრავიურა – გრავიურა, გადაბეჭდილი კლიშედან, რომელიც სურათის ავტორის მიერ არის შესრულებული.

ავტოგრაფი – 1) ავტორის ხელნაწერი; 2)ავტორის ხელმოწერა ან რაიმე წარწერა მისსავე დაბეჭდილ ნაწარმოებზე.
Autograf n
autograph n
автограф

ავტოგრაფული გამოცემა – გამოცემა, რომელშიც ფოტომექანიკური ან სხვა გზით ზუსტად არის აღბეჭდილი ავტოგრაფი. იგივეა რაც ფაქსიმილური გამოცემა.

ავტოლითოგრაფია – ლითოგრაფია, შესრულებული ავტორის საკუთარი ხელით.

ავტომატიზაცია
automatisieren v., Automatisierung f
automate v., computerize v., automation n
автоматизировать, автоматизация

ავტომატური შეტყობინება
automatische Ansage f
recorded message n
автоматическое обьявление

ავტომოპასუხე
Anrufbeantworter m
answering machine n, answer phone n
автоответчик
ავტონომი – ავტორის ნამდვილი გვარი, რომლითაც დაიბეჭდა მისი ნაწარმოები. (განსხვავებით ფსევდონიმისაგან).

ავტორეფერატი – ნაწარმოების რეფერატი, შესრულებული თვით ავტორის მიერ.

ავტორთა კატალოგი – კატალოგი, რომელშიც შეტანილია აღწერილობანი, შედგენილნი ავტორზე, აგრეთვე თანაავტორებზე, რედაქტორებზე, შემდგენლებზე და სხვა..

ავტორთა კოლექტივი – ნაწარმოების ერთობლივად შემქმნელი რამდენიმე პიროვნება.

ავტორთა საძიებელი – ავტორთა ანბანური სია, დართული ბეჭდვითი ნაწარმოებისადმი, მითითებით – სად არის იგი დასახელებული.

ავტორი – 1) პირი, რომელმაც (ერთმა ან სხვა პირთა მონაწილეობით) შექმნა ნაწარმოები; 2) კოლექტივი, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი ოფიციალური მასალები.
Verfasser(in) m(f), Urheber(in) m(f)
author n, writer n
автор

ავტორიზებული გამოცემა – გამოცემა, რომლის ტექსტი შემოწმებული და დადასტურებულია ავტორის მიერ.
autorisierte Ausgabe f [аutоris.Ausg.]
authorized edition n
авторизированное издание

ავტორიზებული თარგმანი – თარგმანი, წაკითხული და დადასტურებული ავტორის მიერ.

ავტორითი აღწერილობა, აღწერილობა ავტორის სახელით – ნაწარმოების აღწერილობა, რომელიც იწყება მისი ავტორის (ან ავტორების) დასახელებით.

ავტორის კორექტურა – კორექტურული ფურცლები, წაკითხული და შესწორებული ავტორის მიერ.

ავტორის სახელწოდება – ის სიტყვები (გვარი, ფსევდონიმი, დაწესებულება, ორგანიზაცია), რომლითაც ცნობილია აღსაწერი ნაწარმოების ინდივიდუალური ან კოლექტიური ავტორი.

ავტორის სერია – სერია, რომლის ყველა ნაკვეთი ერთ ავტორს ეკუთვნის.

ავტორის წოდება, ავტორის წოდებულება – ავტორის თანამდებობა, პროფესია, ხარისხი და სხვა ცნობები, რომლებიც შეიტანება აღწერილობის შენიშვნებში.

ავტორის ხელნაწერი – ნაწარმოების ტექსტი, წარდგენილი ავტორის ხელნაწერის სახით.

ავტორის ჰონორარი
Autorenhonorar n
royalty n
авторский гонорар

ავტორისეული მიძღვნა
eigenhändige Widmung f
autographed dedication n, ~presentation n
авторское посвящение

ავტოტიპია – 1) რეპროდუქციის ფოტომექანიკური ხერხი, რომელიც საშუალებას იძლევა აღიბეჭდოს ნახევარტონები; 2) ამ წესით დამზადებული სურათი.

ათწილადი კლასიფიკაცია
Dewey-Dezimalklasifikation f
Dewey decimal classification n
десятичная классификация

ათწილადობა – საკლასიფიკაციო ნიშნების შედგენის მეთოდი თითოეული ნიშნის თავის მხრივ ათად გაყოფით.

ათწილადური სისტემა, დეციმალური სისტემა – საკლასიფიკაციო სისტემა, რომლის ინდექსები აგებულია ათწილადი ნაწევრების პრინციპზე.

აკადემია
Akademie f [Akad.]
academy n
академия

აკადემიური ბიბლიოთეკა – 1) სამეცნიერო დაწესებულების ან უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკა; 2) სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

აკადემიური გამოცემა – 1) ნაწარმოების ისეთი გამოცემა, როდესაც ტექსტი დამზადდება მეცნიერული კვლევა-ძიების მეთოდების გამოყენებით; 2) აკადემიის მიერ გამოცემული წიგნი.

აკადემიური შრიფტი – ერთ-ერთი ქართული შრიფტი, რომელიც ჩამოსხმულ იქნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სტამბისათვის XIX საუკუნის 40-იან წლებში.

აკეფალური წიგნი – ძველი წიგნი, რომლის დასაწყისი ფურცლები დაკარგულია.

აკვარელი – ნახატი, შესრულებული წყლის ფერადებით.

აკვატინტა – ლითონზე გრავირების სახეობა, რომლის შედეგად ვიღებთ სურათს, მთლიანად შევსებულს სხვადასხვა ტონის ბინდით.

აკვატიპია – ბეჭდვა უზეთო, წყლის ფერადებით.

აკინძვა – წიგნის ბეჭდვითი ფურცლების დაკეცვის შემდეგ ერთად შეკვრა.
binden v., einbinden v.
bind v.
переплетать

აკინძვის ხელოვნება
Einbandkunst f
binding art n
переплетное искусство

აკინძული
gebunden pp[geb.]
bound pp
переплетенный

აკინძული კატალოგი
Bandkatalog m
book catalog(ue) n
каталог в формате книги

აკრონიმი
Akronym n
acronym n
akpoним

აკრძალული გამოცემა – ნაწარმოები, რომელიც აკრძალულ იქნა დაბეჭდვის შემდეგ. განსაკუთრებით ბევრი წიგნი და ბროშურა აიკრძალა 1907-1917 წლებში.
აკრძალული წიგნები
Verbotene Bücher pl.
banned books pl.
запрещенные книги

აკრძალული წიგნების ნუსხა
Index ibrorum prohibitorum m
index of prohibited books n
указатель запрещенных книг

ალბომი
Album n
album n
альбом

ალბომური გამოცემა – წიგნის ფორმატი, როდესაც სიგანე მეტია სიმაღლეზე.

ალბომური კატალოგი – იშვიათად ხმარებული კატალოგი. წარმოადგენს ალბომს, რომელშიც ჩაწებებულია წიგნების აღწერილობანი.

ალდები – წიგნები, დაბეჭდილი ცნობილი იტალიელი გამომცემლების ალდების სტამბაში (XV-XVI სს.)

ალდინე – შრიფტი, შემოღებული ცნობილი იტალიელი გამომცემლების ალდების მიერ.
Aldinen pl.
Aldines pl.
альдины

ალექსანდრული ქაღალდი – სქელი, მტკიცე თეთრი ქაღალდი, რომელსაც ხმარობენ ნახაზებისა და ნახატებისათვის.

ალიგატი – წიგნი, შეკაზმული რომელიმე სხვა წიგნთან.
beigebundenes Werk n
work bound with another n
аллигат (книга приплетенная к другой)

ალმანახი – სხვადასხვა, განსაკუთრებით მხატვრული ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებული, ერთდროული ან გრძელდებადი.
Almanach mk
almanac n
альманах

ალოგრაფი – 1) სხვისი ხელით ნაწერი; 2) ყალბი ხელნაწერი.
ალომინი – ავტორის მიერ ფსევდონიმად გამოყენებული სხვისი გვარი.
ალტერნატიული სათაური – იხ. ნაცვალსათაური.
ამობეჭდვა
ausdrucken pl
print v.
делать оттиск, отпечатывать

ამონაბეჭდი – წიგნის ან ჟურნალის ნაწილი, ტექსტიდან ამოღებული და ცალკე გამოშვებული.
Papierkopie f, Ausdruck m(EDV)
hard copy n, offprint n, printout n(EDP)
распечатка, оттиск

ამონაკრები – რომელიმე ნაწარმოების მნიშვნელოვანი ადგილები ამოკრეფილი და დაბეჭდილი.

ამონაღები – ნაწარმოების ნაწილი ან ნაწილები, შეტანილი რომელიმე სხვა გამოცემაში.

ამონაჭერი, ამონარიდი – 1) გაზეთის სტატია, ამოჭრილი ამონაჭრების ალბომში მოსათავსებლად; 2) წიგნის ან ჟურნალის სტატია, მექანიკურად ამოჭრილი თავისი ადგილიდან ცალკე გამოსაყენებლად.
Ausschnitt m(aus einer Zeitung/Zeitschrift)
cutting n, presscutting n
вырезка

ამონაჭრების ალბომი – ალბომი, რომელშიც ჩაწებებულია თემების შესატყვისად მასალები, ამოჭრილი გაზეთებიდან.
ამოსავალი პროგრამა (კომპ)
Quellprogramm n
sourse program(me) n
исходная прoграмма

ამოტვიფრული
geprägt pp
embossed pp
тисненный

ანაბეჭდი – 1) ტექსტის ანაწყობიდან ან სურათის კლიშედან ტვიფრის მეშვეობით გამოსახულების ქაღალდზე გადატანა; 2) ანაწყობიდან ან კლიშედან ნიმუშის ქაღალდზე აღება შესამოწმებლად და კორექტურისათვის.
Abdruck m [Abdr.]
copy n, offprint n
оттиск

ანაზღაურება
Vergütung f
remuneration n, compensation n, reimbursement n, indemnification n, salary n
плата, вознаграждение, возмещение

ანალები
Annalen pl.
annals pl.
летопись, анналы

ანალიტიკური აღწერილობა – წიგნი9ს ან პერიოდული გამოცემის შემადგენელი ნაწილის – სტატიის ცალკე აღწერა.

ანალიტიკური ბარათი – ბარათი, რომელზეც შესრულებულია ანალიტიკური აღწერილობა.

ანალიტიკური ბიბლიოგრაფია – ბიბლიოგრაფია, რომელიც შეიცავს პერიოდიკულ გამოცემებში, კრებულებსა და წიგნებში მოთავსებული მასალების აღწერილობებს.

ანალიტიკური მსაზღვრელი – მსაზღვრელი, რომელიც შემოღებულია მეცნიერების ერთი რომელიმე დარგის ლიტერატურის კლასიფიცირებისათვის (მედიცინა, ლიტერატურა და სხვ.)….

ანალიტიკურßსინთეზური კლასიფიკაცია
analytisch-synthetische Klassifikation f
analytico-synthetic classification n
аналитико-синтетическая классификация

ანალფაბეტი
Analphabet(in) m(f)
illiterate (person) n
неграмотный

ანალფაბეტიზმი
Analphabetismus m
illiteracy n
неграмотность

ანანიმი – ფსევდონიმის ნაირსახეობა, წარმოადგენსავტორის გვარს ან სახელს, შებრუნებულად დაწერილს. მაგ: ესომ = მოსე (ჯანაშვილი).

ანასტატიკური ბეჭედი – ხერხი წინანდელი ნაბეჭდის გადაღებისა ქვაზე ან ლითონზე შემდგომი ხელახალი გამრავლებისათვის.

ანაწყობი – ხელნაწერის მიხედვით შრიფტის ნიშნების თანამიმდევარი გაწყობა და შეკვრა.

ანბანთქება – ძველებური ლექსი, რომელშიც თითო ტაეპი ან ხანა იწყებოდა ერთი და იმავე ასოთი ანბანური თანამიმდევრობით.

ანბანი – ამა თუ იმ ენაში ხმარებული ბგერათა ნიშნების – ასოების ერთობლიობა, გარკვეული თანამიმდევრობით გაწყობილი.
Alphabet n
alphabet n
алфавит

ანბანი (წიგნი)
ABC-Buch n, Fibel f
ABC book n, primer n, first reader n, ~ spelling book n
азбука, букварь

ანბანური განაწილება
alphabetische Unterteilung f
alphabetical extension n
алфавитное подразделение

ანბანური გაწყობა – ბეჭდვითი ნაწარმოებების ან მათი აღწერილობების გაწყობა ავტორებისა და სათაურების ანბანის მიხედვით.
alphabetische Aufstellung f
alphabetical arrangement n n
алфавитная расстановка фонда

ანბანური თანმიმდევრობა
alphabetische Ordnung f
alphabetical arrangement n
алфавитный порядок

ანბანური კატალოგი – კატალოგი, რომელშიც ბეჭდვითი ნაწარმოებების აღწერილობანი გაწყობილია ავტორთა გვარების ან სათაურების ანბანზე.
alphabetischer Katalog m
alphabetical catalog(ue) n
алфавитный каталог

ანბანური კატალოგიზაცია – ბეჭდვითი ნაწარმოებების აღწერილობის შედგენა ანბანური კატალოგისათვის, შესატყვისი დამატებითი აღწერილობებით და საცნობო ბარათებით.
alphabetische katalogisierung f
author- title catalog(u)ing n
алфавитная каталогизация

ანბანური კატალოგიზაციის წესები
Regeln für die Alphabetische Katalogisierung pl.
catalog(u)ing rules pl.
правила алфавитнoй каталогизации

ანბანური საგნობრივი კატალოგი
alphabetischer Schlagwortkatalog m
alphabetical subject catalog(ue) n
алфавитный предметный каталог

ანბანური მაჩვენებელი – წიგნების და სტატიების აღწერილობათა ანბანური სია.

ანბანური საძიებელი – წიგნის ან კატალოგის და ბიბლიოგრაფიის ყოველგვარი ანბანური დანართი, რომელიც შეიცავს ავტორების, სათაურთა, გეოგრაფიულ და სხვა სახის სახელებს და ცნობებს, მითითებითY –სად არის იგი ნახსენები.
alphabetisches Register n
alphabetical index n
алфавитный указатель

ანბანურßციფრული
alphanumerisch adj.
alpha-numeric(ally) adj(adv)
алфавитнo-цифровoй

ანგარიში – რომელიმე დაწესებულების ან ორგანიზაციის მოქმედების აღწერა, გარკვეული წესით შედგენილი და ბეჭდურად გამოცემული.
Rechnung f
invoice n, bill n
счет

ანგარიშის გამოწერის თარიღი
Rechnungsdatum n
invoice date n, billing~
дата оформления счетa

ანგარიშის თანხა
Rechnungsbetrag m
invoice amount n, sum payable n
cумма счетa

ანგარიშწარმოება – წარმოების ან ორგანიზაციის მოქმედების ასახვა სააღრიცხვო დოკუმენტებში სპეციალური ტერმინებისა და რიცხობრივი მაჩვენებლების მეშვეობით.

ანდერძი – ვისიმე მიერ განკარგულების დატოვება მისი სიკვდილის შემდეგ შესრულებისათვის.
Vermächtnis n
bequest n, legacy n
завещание

ანდერძი² - წიგნის ბოლოში მინაწერი დამწერის ვინაობის, დაწერის დროის, ადგილის და სხვა გარემოებათა შესახებ.

ანზე სით მოხვალ – ძველებური საპაექრო ლექსი, რომელშიც ანბანის მიხედვით ერთ ასოზე უნდა დაესახელებინათ საგნები გარკვეული თანმიმდევრობით.

ანთოლოგია – რომელიმე ეპოქის ან ხალხის ავტორთა საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების კრებული.
Anthologie f
anthology n
антология

ანკეტა – 1) სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით ცნობების, პასუხების შეკრება რომელიმე საკითხზე; @2) ფურცელი კითხვებით, ანკეტის ჩატარებისათვის გამიზნული.
Fragebogen m
questionaire n, questionary n
анкета

ანკეტური მეთოდი – საკითხის შესწავლა ანკეტის მეშვეობით.
ანონიმი – 1) ავტორი,რომელიც თავის გვარს არ ამჟღავნებს; 2) ნაწარმოები,რომელზეც ავტორი არ არის დასახელებული.

ანონიმური
anonym adj.
anonymous adj.
анонимный

ანონიმური გამოცემა – ბეჭდვითი ნაწარმოები, რომელზეც არ არის ავტორის გვარი.

ანონიმური ნაწარმოები – ნაწარმოები, გამოქვეყნებული ანონიმის მიერ (ე.ი. ავტორის გვარის მიუწერლად).

ანონსი – წინანსწარი არაზუსტი განცხადება წარმოდგენის ან სხვა სანახაობის შესახებ, აგრეთვე ახალი წიგნების გამოშვების შესახებ.

ანოპისთოგრაფული გამოცემა, ცალგვერდნაბეჭდი გამოცემა – ბეჭდვითი ნაწარმოები, რომლის ტექსტი ფურცლების მხოლოდ თითო გვერდზეა დაბეჭდილი.

ანოტაცია – ბეჭდვითი ნაწარმოების მოკლე, სხარტი დახასიათება იდეურ-პოლიტიკური, მეცნიერული, ფორმალური თვალსაზრისით.
Annotation f
annotation n
аннотация

ანოტაცია სუპერის ჩანაკეცზე
Waschzettel m, Klappentext m
blurd n, flap blurd n, jacket ~
аннотация на внутренней стороне суперобложки

ანოტირება– ბეჭდვით ნაწარმოებზე ანოტაციის შედგენა.
annotieren v.
annotate v.
аннотировать

ანოტირებული ბარათი – ბარათი ნაწარმოების აღწერილობით, რომელსაც თან სდევს ანოტაცია.

ანოტირებული ბიბლიოგრაფია – ბიბლიოგრაფია, რომელშიც აღწერილობებს დართული აქვს ანოტაციები.

ანოტირებული ბიბლიოგრაფია
annotierte Bibliografie f
annotated bibliography n
аннотированный библиографический указатель

ანოტირებული გამოცემა – ბეჭდური ნაწარმოები, რომელსაც დართული აქვს ანოტაცია.
ანოტირებული კატალოგი – კატალოგი, რომელშიც აღწერილობანი ანოტირებულია. კატალოგი, რომელიც შედგენილია ანოტირებული ბარათებისაგან.

ანტივირუსული პროგრამა (კომპ)
Anti-Viren-Programm n
anti-virus-program(me) n, debug progam(me) n
антивирус

ანტიკვა – ძველებური ლათინური შრიფტი მომრგვალებული ასოებით.
Antiqua f
roman (letters) n(pl), ~type n
антиква

ანტიკვარი – 1) სიძველეთა მცოდნე; 2) სიძველეთა კოლოექციების შემდგენელი ან სიძველეებით მოვაჭრე.
Antiquar(in) m(f)
second-hand bookseller n, antiquarian ~, out-of-print-dealer n
букинист, антиквар

ანტიკვარიატი – სიძველეებით სავაჭრო; კერძოდ, წიგნთსავაჭრო, რომელიც ყიდულობს და ყიდის ძველ, იშვიათ წიგნებს.

ანტიკვარული წიგნები
Antiquaria pl.
antiquarian books pl.
букинистические книги, антикварные ~

ანტიფონების კრებული
Antiphonar n
antiphonary n
собрание антифонов

ანულირება (შეკვეთის)
abbestellen v.
cancel v (a subscription)
аннулировать (заказ)

აპარატული მოწყობილობა (კომპ)
Hardware f
hardware n
аппаратные средства, аппаратное оборудование ,,железо”, ,,хардваре”, компьютерное оборудование

აპოგრაფი – ზუსტი ასლი.

აპოკონიმი – ფსევდონიმი, მიღებული გვარიდან ზოგი ასოს ან მარცვლის ამოღებით.

აპოკრიფი – 1) ,,დაფარული”, ,,ცრუ” ნაწარმოები, ეკლესიის მიერ განდევნილი ,,საღვთო წერილიდან”; 2) საერთოდ – ყალბი ნაწარმოები.
Apokryphen pl
apocrypha pl
апокрифы

აპოკრიფული
apokryph adj.
apocryphal adj
апокрифический

აპოსტროფი – მძიმე, დასმული ასოების ზედა წელთან, ხმოვანი ასოს გამოტოვების ნიშნად.

აპრაკოსი
Evangelistar n
evangelistary n
евангелистарий, книга отрывков из евангeлий

აპრობირებული გამოცემა – იხ. მოწონებული გამოცემა

არაარსებითი დეტალები – თავფურცელზე მოთავსებული ცნობები, რომლებიც არ შეიტანება აღწერილობაში.

არაბესკი – 1) წიგნის მხატვრული სტილიზებული მოსართავი, ზოგჯერ არაბული წერისადმი მიმსგავსებული; 2) მოკლე ნაწარმოებები, თავმოყრილი კრებულში.

არაბული ანბანი
arabisches Alphabet n
Arabic alphabet n
арабский алфавит

არაბული ციფრი
arabische Zahl(en) f (pl)
Arabic figure(s) n (pl), ~ numeral(s) n (pl)
арабское чиcло

არალეგალური გამოცემა – ნაწარმოები, ფარულად დაბეჭდილი და გავრცელებული, მისი დაპატიმრების ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი ბრძოლისა ცარიზმისა და სხვა რეაქციული მთავრობების წინააღმდეგ.

არაოპერატიულ რეჟიმში მუშაობა (კომპ)
Offline-Betrieb m
offline mode n
режим оффлайн

არაპერიოდული კრებული – კრებული, რომლის ნაკვეთები გამოდის ერთი სათაურით, მაგრამ არათანაბარი ხანდაზმით. იგივეა, რაც გრძელდებადი გამოცემა.
არაპერიოდული გამოცემა – იგივეა, რაც ერთდროული გამოცემა.

არასახელფასო ხარჯები
Anschaffungs- und Unterhaltskosten pl.
non – payroll costs pl.
расходы на приобретение и содержание

არასპეციფიური სათაური
unspezifischer Titel m
non-distinctive title n, non-descriptive ~
неясное заглавие

არასრული აღწერილობა – აღწერიოლობა, რომელშიც არ არის შეტანილი ყველა ცნობა, რომლებიც საჭიროა ჩვეულებრივი ,,სრული” აღწერილობისათვის.

არასრული კატალოგიზაცია – ბარათების შედგენა არასრული აღწერილობებით.

არასრული კომპლექტი – ბეჭდვითი ნაწარმოებების კომპლექტი (სერია, პერიოდული გამოცემა), რომელსაც ზოგი ნაკვეთი აკლია.

არდადეგები
Semesterferien pl.
semester break n, vacation n
каникулы

არე – იხ. არშია.

ართოთეკა
Artothek f(in einer Öffentlichen Bibliothek)
picture lending library n, art lending ~ (in a public library)
изотека

არისტონიმი – ფსევდონიმი, შედგენილი მაღალი წოდების, ტიტულის ამსახველი სიტყვისაგან, ზოგჯერ გვართან ან სხვა სიტყვასთან კომბინაციით.

არტიკლი
Artikel m(gramm.)
article n (gramm.)
артикль

არქივარიუსი
Archivar(in) m(f)
archivist n
архивариус

არქივი
Archiv n
archives pl.
архив

არქივში გადაცემა
archivieren v.
archive v., put into (the) archives v.
сдать в архив

არშია – წიგნის ან რვეულის გვერდზე ტექსტის გარშემო დატოვებული ცარიელი ადგილი. სინონიმები: არე, კალთა.

არშია ²- ტექსტის ან ილუსტრაციის ირგვლივ შემოვლებული მოსართავი ნახატი.
ასაკინძად გამზადებული
bindereif adj.
ready for binding adj.
готовый к переплету

ასაკობრივი ჯგუფები – ბავშვების ან მოზარდების დაჯგუფება იმ ფიზიკური ან გონებრივი განვითარების ნიშნით, რომლებიც ქმნიან ,,ასაკობრივ თავისებურებებს“, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს როგორც სკოლაში და ბიბლიოთეკაში, ასევე ოჯახში.

ასლგადამღები მანქანა
Fotokopierer m, Kopiergerät n
photocopier n
копировальная машина, копировальный аппaрат

ასლი – ბეჭდური ან ხელნაწერი ნაწარმოების ხელით გადაღებული პირი.
Abschrift f, Kopie f
copy n, transcript n, duplicate n, manuscript copy n
копия

ასლის გადაღება
kopieren v.
copy v.
kопировать, снимать копию

ასო
Buchstabe m
letter n
буква

ასოითი პაგინაცია – წიგნის გვერდების დანომრვა ასოების მეშვეობით.
ასოითი შიფრი, ლიტერული შიფრი – წიგნის შიფრი, შედგენილი ასოებისაგან.

ასოკაზმული – იხ. ინიციალი (2).

ასომთავრული –იხ. მრგლოვანი.

ასპირანტი
Doktorand(in) m(f)
PhD student n
аспирант

ასომთავრული შრიფტი – იხ.უნციალური შრიფტი.

ასტერისკი – იხ. ვარსკვლავი

ასტერონიმი – ფსევდონიმი, რომელიც შედგენილია ვარსკვლავებით ან მათი კომბინაციით სხვა ნიშნებთან.

ასტრონომიული ნიშნები, საკალენდრო ნიშნები – პირობითი ნიშნები, რომლებიც გამოყენებულია კალენდრის ან ასტრონომიული რუკებისა და ცნობარების ბეჭდვისას.
ატლასი
Atlas m
atlas n
атлас

ატლასის ქაღალდი – ქაღალდი, რომლის ერთი პირი ატლასისებურად არის გაკეთებული.

აუდიო – ვიზუალური მასალები – სასწავლო ლიტერატურა და საგნები, გათვალისწინებული სმენითი და ხედვითი აღქმისათვის. (თვალსაჩინო მასალები, ბგერათჩანაწერი).
AV-Materialien pl., AV-Medien pl.
A/V material n(=audio-visual material)
аудио-визуальные материалы

აუკინძავი
ungebunden pp.
unbound pp, in quires
без переплета, непереплетенный

აუკინძავი პუბლიკაცია
Loseblattausgabe f , Loseblattsammlung f
loose-leaf publication n
листковое изданиe, изданиe
с нескреnленнымы вкладными листами

აუქციონერი
Auktionator(in) m(f)
auctioneer n
ауктионист

აუქციონზე გატანა
versteigern v
auction v.
продават с ауктиона

აუქციონი
Auktion f, Versteigerung f
auction n
ауктион

აუქციონის კატალოგი
Auktionskatalog m
auction catalog(ue0 n, sales ~
ауктионний каталог

აქტივი – მკითხველთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობს ბიბლიოთეკის ღონისძიებების წარმოებაში.

აქტიური მკითხველი – მკითხველი,რომელიც მონაწილეობს აქტივისტების ჯგუფში, აქტივში.

აქტუალური
aktuell adj.
up to date
актуальный

აფიშა – ქუჩებში გასაკრავი დიდი ფურცელი განცხადებით რაიმე გართობის (წარმოდგენის, კონცერტის, სპორტული გამოსვლის და სხვ.) შესახებ.

აქციდენტური ბეჭდვა
Akzidenzdruck m
job printing n, jobling work n
акцидентная печать, разовое издание

აქციდენტური სამუშაო – წვრილმანი სასტამბო პროდუქცია (განცხადებები, სადარბაზო ბარათები და სხვ.)

აღკვეთილი გამოცემა, კონფისკებული გამოცემა – ბეჭდვითი ნაწარმოები, რომლის გავრცელება ხელისუფლების მიერ აკრძალულია და დარჩენილი ეგზემპლარები ამოღებულია წიგნსავაჭროებიდან და ბიბლიოთეკებიდან.

აღმზრდელობითი ლიტერატურა
Erbauungsliteratur f
devotional literature n
нравoучительная литература

აღმწერი
Deskriptor m
descriptor n
дескриптор

აღრიცხვის თარიღი
Zugangsdatum n
accesion date n
инвентарная дата

აღწერილობა – ბეჭდვითი ნაწარმოების შესახებ რიგი ცნობების განსაკუთრებული წესით გაფორმება და გაწყობა კატალოგში შესატანად, ნაწარმოების სხვათაგან გამოსარჩევად. იხ. ბიბლიოგრაფიული აღწერილობა

აღწერილობა ავტორის სახელით – იხ. ავტორითი აღწერილობა.

აღწერილობის ელემენტები – ცნობები ბეჭდვითი ნაწარმოების შესახებ, რომლებისგანაც შედგება აღწერილობა.

აღწერილობის ენა – ენა, რომელზეც იწერება კატალოგში ასასახავი სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი წიგნები.

აღწერილობის საწყისი – ერთი ან რამდენიმე სიტყვა, რომლითაც იწყება ბეჭდვითი ნაწარმოების აღწერილობა. განსაზღვრავს აღწერილობის ადგილს ანბანურ კატალოგში.

აღწერილობის ტექსტი – აღწერილობის ძირითადი ცნობები, გარდა თავსათაურისა და შენიშვნებისა.

აღწერის ფორმა
Ansetzungsform f
form of heading n, authority form n
форма описания

აღწერის ფორმის განსაზღვრა
Ansetzung f
construction of the (form of) heading n, determination of the ~
определение формы описания

აღწერის ხერხები – აღწერილობის ელემენტების სტანდარტულ ფორმამდე დაყვანა. იგივეა, რაც აღწერილობის წესები.

აღჭურვილობა
Ausstattung f, Geräte pl.
equipment n
оборудование

აციფრვა - იხ. დიგიტალიზაცია

აწყობილი თავფურცელი – თავფურცელი შედგენილი აწყობით, გრაფიკულისაგან განსხვავებით.

აწყობილი კანი – წიგნის კანი, შედგენილი აწყობით, გრაფიკულისაგან განსხვავებით.

ახალი (წიგნი) – ახალდაბეჭდილი წიგნი.

ახალი გამოცემა – ადრე დაბეჭდილი წიგნის განმეორებითი გამოცემა.
1. Neuerscheinung f, 2. Neuauflage f, [Neuaufl.]
Neuausgabe f [Neuausg.]
1. new publication n, ~ title n, 2. new edition n
1. книжная новинка; 2. переиздание новое издание

ახალი სტრიქონი – ტექსტის ნაწილის დასაწყისის აღნიშვნა აბზაცით ან მხატვრულად გაფორმებული ასომთავრულით.

ახალმინაღებთა კატალოგი – ცალკე კატალოგი, რომელშიც ჩართულია ახლად მიღებული წიგნების აღწერილობანი.

ახალმინაღები – ბიბლიოთეკის მიერ ახლად მიღებული წიგნები

ახალშენაძენი – იგივეა, რაც ახალმინაღები.
Neuerwerbung f
accession n, addition n, intake n
новoe поступлениe

ახალშენაძენთა ნუსხა
Neuerwerbungsliste f
Neuerwerbungsverzeichnis n
accession(s) list n, acquisitions ~, additions~
список новых поступлений

ახალშენაძენთა საკითხავი დარბაზი
Schmökerzone f
browsing area n
место для увлеченного чтения

ახლადგამომავალი გამოცემა – ბეჭდვითი ნაწარმოები, რომელიც იბეჭდება და ახლო მომავალში გადაეცემა წიგნსავაჭროებს.

ახლადშემოსულ წიგნთა კართოთეკა
Zugangskartei f
accession file n, books- received ~
kapтотека новых поступлений

ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:47 | გვერდების ნახვა: 37,358,058
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili