თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

სვიმონ და ალექსანდრე კლდიაშვილების კოლექცია

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ერთ - ერთი ყველაზე ძველი კოლექცია ძმებს სვიმონ და ალექსანდრე კლდიაშვილებს ეკუთვნოდათ .

კოლექცია 232   ერთეულს ითვლის . წიგნები სვიმონ კლიაშვილს სიცოცხლეშივე გადაუცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის . ძმების განსხვავებული პროფესიებიდან გამომდინარე , კოლექციაში   სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი , რომელთა უმეტესობა უცხოენოვანია

სვიმონის უმცროსი ძმა , ალექსანდრე (1873-1905), იყო   ქიმიაში  პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორი . ამ სახელმძღვანელოთი ალექსანდრე კლდიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს . აღსანიშნავია , რომ 1905  წელს ალექსანდრემ დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი , რის გამოც იგი შავრაზმელ თა მსხვერპლი გახდა .

კლდიაშვილების კოლექცია თსუ ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა   ფონდში ინახება .

ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:47 | გვერდების ნახვა: 37,358,229
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili