თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის ფონდებში გამორჩეული
ადგილი უჭირავს
პეტრე მელიქიშვილის პირადი
წიგნების კოლექციას.
ღვაწლმოს ილი მეცნიერის პირადი ბიბლიოთეკა 1087 წიგნს ითვლის. კოლექცია პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ნინო ციციშვილმა გადასცა. უნიკალური გამოცემები ქრონოლოგიურად 1848-1916 წლებს მოიცავს. ლიტერატურის დიდი ნაწილი უცხოენოვანია - წიგნების უმეტესობა გერმანიაშია გამოცემული, ყველაზე ძველი წიგნი კი ჰაიდელბერგში გამოცემული სამტომეულია: G. Melin “handbuch der organischen…”
პეტრე მელიქიშვილის წიგნები ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცთა ფონდში ინახება.






