კურსის მოცულობა: 32 საათი
კურსის ღირებულება: 300 ლარი. თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის - 210 ლარი.
კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:
მალხაზ ბარბაქაძე
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის:
სასწავლო კურსით გათვალისწინებული მასალის წარმატებით ასათვისებლად სტუდენს უნდა გააჩნდეს ოპერაციულ სისტემა MS Windows –თან მუშაობის უნარ–ჩვევები გამოცდილი მომხმარებლის დონეზე, ათვისებული ჰქონდეს პროგრამებისა და აპარატულ საშუალებათა დრაივერების ინსტალიაცია, უნდა შეეძლოს ელემენტარული ტექნიკური პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარება. მონაწილეს უნდა გააჩნდეს ორგანზომილებიან გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება დამწყები მომხმარებლის დონეზე.
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:
კურსი განკუთვნილია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ აითვისონ სამგანზომილებიან პროგრამებში მუშაობა.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
მსმენელს გააცნოს სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკის თეორიული საფუძვლები, განუვითაროს სივრცული აზროვნება, გამოუმუშაოს სამგანზომილებიან პროგრამებთან მუშაობის მტკიცე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. შეისწავლება სამგანზომილებიანი მოდელირების სხვადასხვა მეთოდები. სამგანზომილებიან ობიექტებზე ტექსტურების დანიშვნა, ვირტუალურ განათებასთან მუშაობა და რენდერინგი, ასევე ანიმაციის ელემენტალური საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათების რთული ეფექტების შექმნას (Volumic light, Caustic, Global illumination, Final gathering).
მონაწილეთა შეფასების სისტემა:
მონაწილეთა შეფასება მოხდება ტესტირებისა და პრაქტიკული დავალებების შესრულების საფუძველზე.
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მონაწილეს ათვისებული უნდა ჰქონდეს სამგანზომილებიანი პროგრამის ინტერფეისი მომხმარებლის დონეზე, შეეძლოს მარტივი და საშუალო სირთულის ობიექტების მოდელირება, მათი ტექსტურირება, განათება და რენდერინგი.
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა