თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)

არქივი>>
 

კურსის  მოცულობა ECTS კრედიტებისა და საათების რაოდენობის მითითებით:
12 კრედიტი, 300 საათი (264 საკონტაქტო, 36 დამოუკიდებელი)

კურსის ხანგრძლივობა: 22 კვირა

კურსის ღირებულება: 1000 ლარი. თსუ–ს თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის – 800 ლარი.

კურსის ხელმძღვანელი:   თეიმურაზ ტაბატაძე

კურსის განხორციელებაში მონაწილე პედაგოგები: თეიმურაზ ტაბატაძე, ივანე რამაზაშვილი

კურსის სამიზნე აუდიტორია: საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT)  დარგში მომუშავე პირები, სტუდენტები.

კურსში ჩართვის წინაპირობა: ელემენტარული მათემატიკის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა (კითხვა, შინაარსის გაგება).

კურსის მოსალოდნელი შედეგები: კურსის მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების პრინციპებს. შეისწავლიან მარშრუტიზატორების, კომუტატორების, უსადენო კონცენტრატორების კონფიგურირების მეთოდებს. პრაქტიკულად შეძლებენ კომპიუტერული ქსელის დაგეგმვასა და მონტაჟს. ექნებათ უნარი მოქმედ ორგანიზაციებში და კომპანიებში შექმნან იერარქიული ქვექსელები, დაშვების პოლიტიკა და განახორციელონ მათი ადმინისტრირება. განუვითარდებათ პრობლემების ანალიზისა და იდენტიფიცირების უნარი, რაც საშუალებას მისცემთ მოახდინონ საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების მონიტორინგი და აღმოფხვრან მასში წარმოქმნილი დაზიანებები.
მზად იქნებიან ავტორიზირებულ ტესტირების ცენტრში ჩააბარონ CCNA სასერტიფიკაციო გამოცდა.

მონაწილეთა შეფასების სისტემა: შეფასება ხდება თითოელ მოდულში სატესტო გამოცდის შედეგად, რომელშიც მსმენელმა 100 შესაძლებლობიდან უნდა დააგროვოს მინიმუმ 80 ქულა.
სწავლის შემდეგ მოდულში გასაგრძელებლად საჭიროა შემაჯამებელი ტესტური გამოცდის ჩაბარება.

სერტიფიკატის მინიჭების  მოთხოვნები: კურსის გავლის მიერ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება რის საფუძველზეც გაიცემა თსუ სერთიფიკატი.

კომპანია „Cisco Systems”–ის სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური სახით და საჭიროა 1000 შესაძლებლობიდან მინიმუმ 850 ქულა. გამოცდაზე გასვლამდე ბარდება სპეციალური სავაუჩერო ტესტი, რომლის შედეგების მიხედვითაც განისაზღვრება სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვება ან არ დაშვება და დაშვების შემთხვევაში ფასდაკლება.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
    
    



ბოლო განახლება: 24 მაი'12 15:47 | გვერდების ნახვა: 37,358,612
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili