თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ჩვენი კურსები კომპიუტერული პროგრამის STATA-ს გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის გაღრმავებული კურსი

კომპიუტერული პროგრამის STATA-ს გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის გაღრმავებული კურსი

არქივი>>
  სასერტიფიკატო კურსის მოცულობა: 24 საათი

სასერტიფიკატო კურსის ღირებულება: 400 ლარი

სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი:  დავით ცაბუტაშვილი

სასერტიფიკატო კურსის განხორციელებაში მონაწილე პედაგოგები:

დავით ცაბუტაშვილი
ალექსანდრე ელბაქიძე

სასერტიფიკატო კურსში ჩართვის წინა პირობა:

კურსში ჩართვისათვის საჭიროა, მსურველები ფლობდნენ STATA-ში მუშაობის ძირითად უნარ–ჩვევებს. კურსის მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ აღწერითი სტატისტიკის საბაზისო ცოდნა.


სასერტიფიკატო კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:

კურსი განკუთვნილია სოციალურ მეცნიერებებში და მარკეტინგის სფეროში ჩართული ადამიანებისათვის, ვისაც ინტენსიურად უხდება მუშაობა რაოდენობრივ მონაცემებთან, უხდებათ შედარებით დიდ და რთულ ბაზებთან მუშაობა და მათზე სიღრმისეული სტატისტიკური ანალიზის ჩატარება.   


სასერტიფიკატო კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ შედარებით რთული და დიდი მოცულობის ბაზების დამოუკიდებლად დამუშავება. სხვადასხვა ტიპის აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკური ანალიზების ჩატარება.   

მსმენელთა შეფასების სისტემა:

მსმენელთა შეფასება მოხდება კურსის დამთავრების შემდეგ ჩატარებული გამოცდის მიხედვით. გამოცდის მიზანი იქნება შეამოწმოს რამდენად შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეებს STATA-ს გამოყენებით შეასრულონ პრაქტიკული დავალებები.


სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები:

კურსის სტრუქტურიდან გამომდინარე სავალდებულოა მონაწილეთა აქტიური დასწრება. გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც დაესწრნენ ლექციების მინიმუმ 75%-ს (9 ლექცია).

კურსის სტრუქტურა ძირითადად იყოფა ორ ნაწილად: მონაცემემთა ბაზების ფორმირება/დამუშავება და აღწერილობითი და დასკვნითი სტატისტიკური ანალიზი. გამოცდის დროს მოხდება ამ ორი მიმართულების დამოუკიდებლად შემოწმება 10 ბალიანი სისტემით. სერთიფიკატის მინიჭება მოხდება იმ შემთხვევაში თუ მონაწილე გამოცდის თითოეულ ნაწილში მიიღებს მინიმუმ 6 ქულას.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:02 | გვერდების ნახვა: 37,358,768
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili