ტრენინგი განკუთვნილია საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების უცხო ენების მასწავლებლებისათვის. კურსის მოსმენის შემდეგ უცხო ენების მასწავლებლები შეიძენენ
მნიშვნელოვან ცოდნას ლექსიკოგრაფიის უდიდეს საგანმანათლებლო, კულტუროლოგიურ
და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობაზე ენისათვის,
ერისათვის და სახელმწიფოსათვის; მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას
ლექსიკონების ტიპებზე, ინგლისური ენის ყველაზე მნიშვნელოვან ლექსიკონებზე;
გაეცნობიან დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს, პირველ ვრცელ აკადემიურ
ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს, გაეცნობიან სიტყვა-სტატიის სტრუქტურას აღნიშნულ
ლექსიკონში, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის საიტის აღწერილობას და
მუშაობის პრინციპებს.
ტრენინგს
უძღვება:
ასოც.
პროფ.
თინათინ მარგალიტაძე
(უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის
სამეცნიერო ხელმძღვანელი,
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი
რედაქტორი და გამომცემელი).
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 საათი
ტრენინგის ღირებულება: უფასო
ტრენინგის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
• ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის ორენოვანი აკადემიური, კომპეტენტური ლექსიკონების მნიშვნელობის გამოკვეთა ინგლისური ენის სწავლების პროცესში; ამ მიზნით მათთვის ბოლო ხანებში საზღვარგარეთ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგების გაცნობა.
• ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია, ლექსიკონის შედგენის ლექსიკოგრაფიული პრინციპების, ლექსიკონში შეტანილი ლექსიკოგრაფიული და ენციკლოპედიური ინფორმაციის ანალიზი.
• უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისათვის ყურადღების გამახვილება დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში შეტანილ დარგობრივ ტერმინოლოგიაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ინგლისური ენის სწავლება სპეციალური მიზნებისათვის (English for special purposes) მეტად აქტუალური გახდა.
• ზოგადად ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის მიმოხილვა, ენისა და ენობრივი კოლექტივის კულტურის რთული ურთიერთმიმართების ანალიზი, რაც ლექსიკონებშია დოკუმენტირებული, ლექსიკოგრაფიის უდიდესი საგანმანათლებლო, კულტუროლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობის განხილვა.
ტრენინგზე რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა