თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

კეთილდღეობის ფსიქოლოგია

არქივი>>
 
    კეთილდღეობა გაგებულია როგორც წარმატების მიღწევის, ბედნიერების გრძნობის მაღალი ინდექსისა და ფინანსური წინსვლა–დამოუკიდებლობის ერთიანობა. როგორც ყველა განვითარებად ქვეყანაში, საქართველოს მოსახლეობაში წარმატების მიღწევის ნაცვლად ჭარბობს თვითგადარჩენისა და დახმარების მიღების მოთხოვნილება, ბედნიერების ინდექსი საკმაოდ დაბალია და ჭარბობს დეპრესიული ფონი. საჭიროა მოსახლეობის განწყობებისა და წარმოდგენების შეცვლა ცხოვრებისეული რეალიების მიმართ და მათი წარმართვა იმისაკენ, რომ შემწეობისა და დახმარების მიღებისა და შესაბამისად ხელისუფლებაზე ან სპონსორებზე მიბმულობის ნაცვლად ორიენტაცია გაუძლიერდეთ თვით–გაძლიერებისაკენ და მატერიალურ–ფსიქოლოგიური თვითკმარობისაკენ.  

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია:

სტუდენტები, ახალგაზრდა სპეციალისტები, ბიზნესმენები, მენეჯერები და ლიდერები, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები და სხვ.

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გამოუმუშაოს პირადი ცხოვრების, კარიერული და ფინანსური წინსვლისათვის საჭირო უნარ–ჩვევები.

ტრენინგი შედგება სამი ნაწილისაგან:
 

•    წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები
•    ბედნიერების ფსიქოლოგია
•    ფინანსური წინსვლის უნარ–ჩვევები

ტრენინგს უძღვება:

ნოდარ სარჯველაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ფსიქოლოგიური კონსულტირების საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ტრენინგის მოცულობა : 36  საათი

ტრენინგის ღირებულება: 190 ლარი
თსუ-ის თანამშრომლებისათვის - 170 ლარი
თსუ-ის სტუდენტებისათვის - 150 ლარი


რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ელექტრონულად:
რეგისტრაცია

ტრენინგი დაიწყება ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე.

(ტრენინგის იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც  მოისურვებენ დამატებითი ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებას, გათვალისწინებულია რამდენიმე უფასო კონსულტაცია).



ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:02 | გვერდების ნახვა: 37,358,827
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili