კურსის მოცულობა: 45 საათი
კურსის ღირებულება: 170 ლარი
კურსის ხელმძღვანელი :
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონმიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი: რევაზ გველესიანი.
კურსის განხორციელებაში მონაწილე პედაგოგები:
ლაშა ქავთარაძე, ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, მათე გარდავა, რამაზ გერლიანი.
კურსში ჩართვის წინაპირობა:
სასურველია, მონაწილე ფლობდებს ინგლისურ ენას საშუალო დონეზე და ჰქონდეს საბაზისო ცოდნა ეკონომიკის საკითხებში.
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:
კურსი განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტების სტუდენტებისა (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) და სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ფლობენ მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის ფუნდამენტურ საფუძვლებს.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
კურსის მიზანია, მონაწილეებს გაუღრმავოს მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის, ფინანსური პროგრამირების დიზაინის (კონსტრუქციის) გაგება. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი:
• შეძლებს სრულყოფილი მაკროეკონომიკური დიაგნოზის დასმას,
• შეძლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებას,
• შეძლებს ეკონომიკურ სექტორებს (რეალური, ფისკალური, მონეტარული სექტორები და საგადამხდელო ბალანსი) შორის კავშირების ღრმა ცოდნით მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას,
• შეძლებს ეკონომიკური მოვლენების როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პროგნოზირებას,
• შეძლებს ოპტიმალური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად,
• შესწავლილი ექნება ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მაკროეკონომიკურ დონეზე, რაც გაუადვილებს კონიუნქტურისადმი მისადაგებული პოლიტიკის შემუშავებას,
• გამოუმუშავდება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევები,
• შეეძლება ოპტიმალური სტრატეგიების შემუშავება,
• ექნება დროის უმოკლეს მონაკვეთში სწრაფი ადაპტირების, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების, არსებული პრობლემის გადაჭრის უნარი.
მონაწილეთა შეფასების სისტემა:
დასწრება 40 ქულა
ჯგუფური პრეზენტაცია 30 ქულა
საბოლოო ტესტირება 30 ქულა
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები:
სერთიფიკატი გაიცემა იმ მონაწილეებზე, რომლებიც ჯამში დააგროვებენ 50 და მეტ ქულას.
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა