თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ჩვენი კურსები კომპიუტერული პროგრამის STATA-ს გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის კურსი დამწყებთათვის

კომპიუტერული პროგრამის STATA-ს გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის კურსი დამწყებთათვის

არქივი>>
  სასერტიფიკატო კურსის მოცულობა: 24 საათი

სასერტიფიკატო კურსის ღირებულება: 400 ლარი

სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი:  დავით ცაბუტაშვილი

სასერტიფიკატო კურსის განხორციელებაში მონაწილე პედაგოგები:

დავით ცაბუტაშვილი
ალექსანდრე ელბაქიძე

სასერტიფიკატო კურსში ჩართვის წინაპირობა:

კურსში ჩართვის მსურველები უნდა ფლობდნენ კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს, ასევე უნდა შეეძლოთ მარტივი მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა საშუალო არითმეტიკულის და პროცენტის გამოთვლა.   

სასერტიფიკატო კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:

სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია სოციალურ მეცნიერებებში და მარკეტინგის სფეროში ჩართული ადამიანებისათვის, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, ანალიზთან ან უხდებოდეს მზა რაოდენობრივი მონაცემების გამოყენება. ამ კურსის გავლა ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვისაც, რადგან მათ გაუღრმავებს რაოდენობრივ მონაცემებთან მუშაობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ, როგორც სწავლის პროცესში, ასევე შემდგომ პროფესიული საქმიანობაში.

სასერტიფიკატო კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს ეცოდინებათ რაოდენობრივი მონაცემების ტიპები, მათი შეგროვების და შენახვის ძირითადი პრინციპები, დამოუკიდებლად შეეძლებათ STATA-ს გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება, მარტივი და საშუალო სირთულის ბაზების დამუშავება და აღწერითი სტატისტიკური ანალიზის ჩატარება.

მსმენელთა შეფასების სისტემა:

მონაწილეთა შეფასება მოხდება კურსის დამთავრების შემდეგ ჩატარებული გამოცდის მიხედვით. გამოცდის მიზანი იქნება შეამოწმოს რამდენად შეუძლიათ მსმენელებს STATA-ს გამოყენებით შეასრულონ პრაქტიკული დავალებები.

სერთიფიკატის მინიჭების მოთხოვნები:

კურსის სტრუქტურიდან გამომდინარე სავალდებულოა მონაწილეთა აქტიური დასწრება. გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც დაესწრნენ ლექციების მინიმუმ 75%-ს (9 ლექცია).

კურსის სტრუქტურა ძირითადად იყოფა ორ ნაწილად: მონაცემემთა ბაზების ფორმირება/დამუშავება და აღწერილობითი სტატისტიკური ანალიზი. გამოცდის დროს მოხდება ამ ორი მიმართულების დამოუკიდებლად შემოწმება 10 ბალიანი სისტემით. სერტიფიკატის მინიჭება მოხდება იმ შემთხვევაში თუ მონაწილე გამოცდის თითოეულ ნაწილში მიიღებს მინიმუმ 6 ქულას.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:09 | გვერდების ნახვა: 37,358,974
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili