დაიბადა 1972 წლის 1 მარტს ქ. თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის ჟურნალისტიკის სახლთან არსებული ახალგაზრდა ჟურნალისტთა ორწლიანი სკოლის სრული კურსი. 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1995-1997 წლებში მუშაობდა ტელეკონპანია ,,რუსთავი 2” – ში საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერის” კორესპოდენტად. 1997-2004 წლებში _ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში შემოქმედებითი გაერთიანება ,,ალიონისა” და ,,ნაშუადღევის” ჟურნალისტად. იყო რუბრიკის _ ,,დღის თემა” პოლიტიკური ჟურნალისტი, სხვადასხვა საავტორო რუბრიკის ,,მე, შენ, ისინი” (სოციოლოგიური გამოკითხვა-რეიტინგის მიმოხილვა), ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?” (პუბლიცისტური ჟურნალისტიკა), ,,პრესის მიმოხილვა” წამყვანი და ჟურნალისტი. 2004 წელს მუშაობდა ტელეკომპანია იმედის შ/გ ,,იმედის დილა” საავტორო რუბრიკის ,,ვინ ვინ არის” წამყვანად და ჟურნალისტად.
2005 წლიდან არის ა/ო ,,საქართველოს რეგიონული მედია ინიციატივების ინსტიტუტის” გამგეობის წევრი და ინსტიტუტის პროექტის _ გაზეთი ,,რეგიონის დროით” ჟურნალისტი”. სხვადასხვა დროს მისი სტატიები გამოქვეყნებულია პრესაში _ ჟურნალ ,,გზა”-ში, გაზეთებში: ,,ჯორჯია თაიმსი”, ,,რეზონანსი”.
მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სემინარებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის, 2005 წელს პოლონეთის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ფონდის (FRDL) ეგიდით ჩატარებულ სასწავლო ტურში (პოლონეთი), რომელიც ეხებოდა მედიის როლს პოლონეთის თვითმმართველობის გამოცდილებასა და დეცენტრალიზაციის პროცესში; ასევე 2006-2007 წლებში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) (თბილისი, საქართველო). გაიარა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები”.
2006 წლის 22 ივნისიდან დღემდე არის თსუ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი.

ჰობი: მუსიკა, მწერლობა, ფოტო-ვიდეო ხელოვნება, ცურვა ზღვაში.
კრედო: ეთიკა ავალდებულებს ჟურნალისტს – იყოს კრიტიკული მოკეთის პოზიციიდან.
საყვარელი ფრაზა: ცნობილი ფილოსოფოსი დეკარტე ამბობდა: _ ,,შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ,,ზნეობის დროებითი წესები”, რომელთა არსი უნდა იყოს ერთადერთი: - ისწრაფოდე ყოველთვის გაიმარჯვო საკუთარ თავზე, ვიდრე ბედისწერაზე, შეცვალო უფრო საკუთარი სურვილები, ვიდრე სამყაროს წესრიგი.”

თსუ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი