თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

თამარ ქავჟარაძე

თსუ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" დამკაბადონებელი

დაიბადა 1967 წლის 11 სექტემბერს ქ. ოზურგეთში. 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სრული კურსი გამოთვლითი ტექნიკის საშუალებათა გამოყენების სპეციალობით. 1990-1993 წწ. მუშაობდა ქ. ოზურგეთის ინფორმატიკის ცენტრში ინჟინერ-პროგრამისტად; 1993-1996 წწ. მუშაობდა ქ. ოზურგეთის ეკონომიკის ინსტიტუტში ინფორმატიკის ლექტორად; 1996-1998 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საგამომცემლო ცენტრ `პოლიგრაფ+~-ში კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერად; 1998-2006წწ. მუშაობდა ქ. თბილისში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: `კვირის პალიტრა~, `აფრა~, `ფეხბურთი~, `კრიმინალი~ და სხვ. შემდეგ თანამდებობებზე: ოპერატორი, კორექტორი, კომპ. დიზაინერი, დამკაბადონებელი. 2006-2009 წწ. მუშაობდა გაზეთ ,,24 საათის“ ინტერნეტ-საიტის ოპერატორად.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის~ დამკაბადონებლად.

ჰობი: ფილოსოფია, თეოლოგია, ბისერით ქსოვა, მოგზაურობა.
კრედო: "იყავი მართალი საკუთარი სინდისის წინაშე".
საყვარელი ფრაზა: "შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს!"

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:10 | გვერდების ნახვა: 37,359,165
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili