თსუ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" კორესპონდენტი
manana.mikeladze@tsu.ge
დაიბადა 1952 წლის 21 მარტს ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგის სპეციალობით.
1974-1978 წწ. მუშაობდა მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უმც. რედაქტორად. 1978-1984წწ. გამომცემლობა “ნაკადულში” – რედაქტორად. 1985-2005 წწ. იყო ჟურნალ “მნათობის” პროზის განყოფილების გამგე. 2005-2006 წწ. ჟურნალ “ლიტერატურა და ხელოვნების” მთ. რედაქტორის მოადგილე. 1993-2006 წწ. მუშაობდა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთის ლიტერატურის ისტორიის, პრაქტიკული ჟურნალისტიკის, პრაქტიკული სტილისტიკისა და ინტერნეტმედიის პედაგოგად. თარგმნილი აქვს ანატოლ ფრანსის, პერ ლაგერკვისტის, კამილ სენ-სანსის, ჟან კოკტოს, ალბერ კამიუს, Eერნსტ გელერის და Aარტურო პერეს-რევერტეს ნაწარმოებები. იბეჭდებოდა ჟურნალებში “მნათობი”, “ლიტერატურა და ხელოვნება”, “ჩვენი მწერლობა”. გამოცემული აქვს სამი წიგნი.
ჰობი: აღმოსავლური ფილოსოფია, კომპიუტერული ტექნოლოგიები.
კრედო: ზნეობა.
საყვარელი ფრაზა: “მაშინ პირველად გაიგონა ბრალდება – რატომ ენდეო ადამიანს”. – ოტია პაჭკორია.











