აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მომზადება, სასწავლო პროცესის ორგანიზება, კონტროლი და შედეგების შემოწმება. განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების კვალდაკვალ აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება, რაც გამოიხატება, როგორც კადრების შერჩევაში, აგრეთვე მთელი რიგი ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებაში.
ჩვენს ამოცანებს წარმოადგენს: ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდების ფარგლებში დადგენილი საგნების სწავლების მეთოდების სრულყოფა, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის დირექტივების შემუშავება; მეცადინეობების ეფექტურად ჩატარებისათვის ზედამხედველობის განხორციელება.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალ შედეგებს, საჭიროა სწავლების პროცესზე კონტროლის განხორციელება. სწორედ ამ მიზნით სისტემატიურად მოწმდება აბიტურიენტების მეცადინეობებზე დასწრება და მათი აკადემიური წარმატებები, რაც პერიოდულად ეცნობებათ მშობლებს.