თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

დეპარტამენტის შესახებ

პერსონალის მართვის დეპარტამენტი  უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და წინამდებარე დებულებით. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის მართვასთან და ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე დასკვნების მომზადებას და წარდგენას _ თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებისა და პრინციპების შემეცნების საფუძველზე; უნივერსიტეტში მოქმედი შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების სისტემების გაანალიზება-შეფასებას; პერსონალის განვითარების დაგეგმვას, სწავლებისა და გადამზადების გეგმების შედგენაში მონაწილეობას; შრომითი ურთიერთობების მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევას, შესაძლო კონფლიქტების შეფასებას, დასაქმებულთა ურთიერთობების არაფორმალური მხარეების შესწავლას.
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:10 | გვერდების ნახვა: 37,359,893
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili