|
-
უნივერსიტეტში ფუნდამენტური, გამოყენებითი და ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრის ორგანიზება;
-
ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
-
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების ანალიზის საფუძველზე წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისთვის;
-
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერტული შეფასების საუნივერსიტეტო სისტემის ჩამოყალიბება;
-
უნივერსიტეტის პერსონალისთვის ფონდების საძიებო სისტემის ფორმირება და საკონსულტაციო მომსახურება;
-
მეცნიერების მენეჯერთა მომზადების ხელშეწყობა და ტრეინინგების ორგანიზება საგრანტო განაცხადების გასაფორმებლად.
-
სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
-
უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტატუსის განსაზღვრის, სამეცნიერო პოლიტიკის სწორად დაგეგმვისა და მართვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ბაზის შექმნა;
-
საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ტექნოპარკების, ინსტიტუტების კონცეფციის შემუშავება, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისთვის წარდგენა და დანერგვა;
-
სამეცნიერო კვლევების შედეგების პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქმიანი რეგულარული კონტაქტების დამყარება არასაუნივერსიტეტო ცენტრებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან, ბიზნეს-სექტორთან;
-
უნივერსიტეტის ჩართვა “ონლაინ” სამეცნიერო ბიბლიოთეკების საერთაშორისო ქსელში;
-
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდის, მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, სამეცნიერო გაცვლები სტუდენტების, დოქტორანტების მონაწილეობით, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ერთობლივი გრანტები და სტიპენდიები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, სხვადასხვა სახის საუნივერსიტეტო, რეგიონალური ოლიმპიადების და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება);
-
მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების მოწვევის ორგანიზება, ქართველი მეცნიერების სამეცნიერო სტაჟირებების და წლების მანძილზე გადინებული სამეცნიერო ინტელექტის მოზიდვის და სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა
|