თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

მიმდინარე საგრანტო კონკურსები

წინა გვერდი
1 2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შემდეგი გვერდი
პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად 2011 წლისათვის.

საკონკურსოდ შემოთავაზებულია შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ქართველოლოგიის მეცნიერებები,
  2. ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები.


ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას საგრანტო დაფინანსების გზით.
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.

კონკურსის პირობები იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge/


საკონფერენციო გრანტები

რუსთაველის ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს 2010 წლისათვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის პირობები იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge/

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა

რუსთაველის ფონდი აცხადებს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს. საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.

კონკურსის პირობები იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge/


კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის(ASCN) საგრანტო კონკურსი
კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი"(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის მენეჯმენტი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში, აცხადებს საგრანტო კონკურსს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. სამეცნიერო პროექტების ფოკუსი და სამი თემა, რომელთა ფარგლებშიც მოხდება პროექტების მხარდაჭერა არის ტრანსფორმაცია - იდენტობები - სოციალური კაპიტალი.

თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსება წელიწადში შეადგენს მაქსიმუმ 20 000 შვეიცარულ ფრანკს. პროექტების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2 წელი. საწყისი დაფინანსება გაიცემა პირველი 12 თვისთვის.

სამეცნიერო პროექტების წარსადგენად გამოიყენეთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან: www.ascn.ch  სააპლიკაციო ფორმის პირველი გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანირებული. ყველა დოკუმენტი(სააპლიკაციო ფორმა,რეზიუმე და სხვა) უნდა გაიგზავნოს ერთ PDF ფაილად კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: info@ascn.ch . შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის სათავო(შვეიცარიის) სამსახურს იმავე მისამართზე: info@ascn.ch ან დაუკავშირდით ”კავკასიის შვეიცარიული აკადემოური ქსელის” ადგილობრივ საკოორდინაციო სამსახურს .

სამეცნიერო პროექტების შეფასება/შერჩევა მოხდება უცხოელი ექსპერტების მიერ.

პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.
შედეგები გამოცხადდება 2010 წლის ივლისში. დამტკიცებული პროექტების დაფინანსება დაიწყება 2010 წლის სექტემბერში.
www.ascn.ch  სააპლიკაციო ფორმის პირველი გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანირებული. ყველა დოკუმენტი(სააპლიკაციო ფორმა,რეზიუმე და სხვა) უნდა გაიგზავნოს ერთ PDF ფაილად კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: info@ascn.ch . შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის სათავო(შვეიცარიის) სამსახურს იმავე მისამართზე: info@ascn.ch ან დაუკავშირდით ”კავკასიის შვეიცარიული აკადემოური ქსელის” ადგილობრივ საკოორდინაციო სამსახურს .

სამეცნიერო პროექტების შეფასება/შერჩევა მოხდება უცხოელი ექსპერტების მიერ.

პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.
შედეგები გამოცხადდება 2010 წლის ივლისში. დამტკიცებული პროექტების დაფინანსება დაიწყება 2010 წლის სექტემბერში.
 
ინსტრუქცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ რუსთაველის ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge/
წინა გვერდი
1 2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შემდეგი გვერდი
 
 
ბოლო განახლება: 29 ივლ'10 13:18 | გვერდების ნახვა: 5,538,162
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili