თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ქართველ მეცნიერთა კვლევების კომერციალიზაციის ხელშემწყობი კონკურსი

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ”ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის - (BPG) “ ფარგლებში აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) აცხადებენ 2011 წლის ერთობლივ კონკურსს.

საპროექტო წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სსგფ-ში 2011 წლის 1 აგვისტოს, 18 საათამდე.

კონკურსისთვის შერჩეულია შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები:

ა) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;  
ბ) ბიოტექნოლოგიები;  
გ) სოფლის მეურნეობა;  
დ) ახალი მასალების მიღება ადგილობრივი ნედლეულიდან.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,361,651
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili