საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.
კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 1 თებერვლიდან 2011 წლის 1 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე. აღნიშნული ვადის შემდგომ წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესა
ხებ იხილეთ
ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge
ევროკომისიის განათლებისა და კულტურის პროგრამების ფარგლებში გამოცხადდა ჟან მონეს პროგრამა. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 თებერვალი.
დაწვრილებითი ინფორმაცია ქვეპროგრამების შესახებ იხილეთ დანართში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის №171 დადგენილების საფუძველზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად.
კონკურსის მიზანია სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შექმნის ფინანსური უზრუნველყოფა და მის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნა.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=628სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.
სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=629
გამოცხადდა ახალი საგრანტო კონკურსი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ინიცირებაზე (EECAlink).
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ტემპუსის ვებ-გვერდზე:
http://tempus.ge/ge/news.html













