საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტურანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერთა ჩართულობის გზით; ასევე, უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებსა და საქართველოში მომუშავე მკვლევართა ჯგუფებს შორის სამეცნიერო კონტაქტების ხელშეწყობა, საერთაშორისო კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მკვლევართა ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომელსაც დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემით დაგროვებული აქვს არა უმეტეს 30 კრედიტისა.
პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 2 წელი. პროექტი არ გაგრძელდება დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულების შემდეგ.
ფონდიდან შესაძლებელი წლიური საგრანტო დაფინანსების მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 20 ივნისიდან 25 აგვისტოს 24:00 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 30 აგვისტოს 18:00 საათისა.
საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში. მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, III სართული
ვადის დარღვევით შემოსული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში არ მიიღება.
შევსების ინსტრუქციები და ფირმები იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: www.rustaveli.org.ge











