თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ქართველ და ფრანგ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში აცხადებენ 2011 წლის კონკურსს.

საგრანტო კონკურსის მიზანია:  
ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა ქართველ და CNRS-ის მკვლევართა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:  
ა) მათემატიკა, მექანიკა;
ბ) ფიზიკა;
გ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.

ქართველ მეცნიერთა მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული ერთობლივი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2011 წლის 1 აგვისტოს, 14.00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,361,797
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili