თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი მიმდინარე საგრანტო კონკურსები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურს ,,ქართული ეროვნული სამოსის კვლევა“

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურს ,,ქართული ეროვნული სამოსის კვლევა“

კონკურსის მიზანია საგრანტო დაფინანსების მეშვეობით ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ხელი შეუწყოს ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულ შესწავლას, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და ა.შ. ასპექტების კვლევასა და სისტემატიზაციას; კვლევის შედეგების პოპულარიზაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტს ამზადებს და ფონდში შემოაქვს მკვლევართა ჯგუფს ან/და საბაზო ორგანიზაციას.

მკვლევართა ჯგუფს წარმოადგენენ გრანტის მიმღები ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს.

საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ¬თლი¬ს იურიდიულ პირი, მათ შორის სსიპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საბაზო ორგანიზაციის სტატუსით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 70 000 ლარს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა, მასალის გამოსაცემად მომზადების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს.

საკონკურსო განაცხადი ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 26 ივლისის 18 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.rustaveli.org.ge

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,361,836
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili