თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი მიმდინარე საგრანტო კონკურსები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს აცხადებს

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს აცხადებს

საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს;
ბ) ფიზიკურ პირს - საქართველოს მოქალაქეს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 2 ივნისიდან 21 ივნისის 24:00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 23 ივნისის 18:00 საათისა.

საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში. მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, III სართული.
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

იხილეთ ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის წესი და განაცხადის ფორმები ფონდის ვებ-გვერდზე : http://www.rustaveli.org.ge


 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,361,869
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili